ავტორი:

ლიზა იასკო, ქალიშვილთან ერთად, სააკაშვილის სახლში რჩება - რას ცვლილებებზე წერს უკრაინული მედია?

ლიზა იასკო, ქალიშვილთან ერთად, სააკაშვილის სახლში რჩება - რას ცვლილებებზე წერს უკრაინული მედია?

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, მიუხედავად იმისა, რომ კიევში თითქმის 100 კვ. მ. ბინა აქვს, რომელიც მის ქალიშვილს მიხეილ სააკაშვილის დედამ აჩუქა, კიევთან ახლოს სააკაშვილის სახლში, ლესნიკში ცხოვრებას აგრძელებს. უკრაინული მედია წერს, რომ ჟურნალისტები პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლს ესტუმრნენ და ნახეს, რა შეცვალა იქ.

სოფელ ლესნიკში 120,5 კვ.მ სახლი ოფიციალურად სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ეკუთვნის. მაგრამ იასკო, რომელმაც 2022 წელს ქართველი პოლიტიკოსისგან ქალიშვილი გააჩინა, უკვე რამდენიმე წელია, იქ ცხოვრობს. დეპუტატი საკუთარ დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ ლესნიკში 10 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთით და იქ მდებარე სახლით სარგებლობს.

ასე გამოიყურებოდა ადრე მიხეილ სააკაშვილის სახლის გალავანი ლესნიკში

მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც უკრაინაში ცხოვრობდა, ღობეზე დიდი დროშები დაამონტაჟა - უკრაინის, საქართველოსი და ევროკავშირის. როგორც უკრაინული მედია წერს, ახლა იასკომ ჩამოხსნა დროშები და ბოძებიც ამოიღო. ასევე, ცხადია, ადგილზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია - მამულში აღარ ჩანს ის სამშენებლო მასალა, რაც ადრინდელ კადრებში ჩანდა.

ასე გამოიყურება ახლა სახლი ლესნიკში
  • გულუხვი ბებია

მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი ქართულ ციხეში 2021 წლის ოქტომბრიდან იმყოფება. ქართველი პოლიტიკოსის უკრაინელ პარლამენტართან რომანის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა ცნობილი, 2022 წლის გაზაფხულზე კი, სააკაშვილის დაკავების შემდეგ, იასკოს მისგან გოგონა შეეძინა. ლიზა ბავშვს საჯაროდ არ აჩენს, ჟასმინი სააკაშვილის ახლობლებსაც კი არ უნახავთ. გოგონა დედის ქონებრივ დეკლარაციაში მოხსენიებულია, როგორც ჟასმინ მიხაილოვნა იასკო.

უკრაინული მედია უკვე წერდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის დედამ ჟასმინს პატარა ბინა აჩუქა კიევში, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. ქონების ღირებულება იასკოს დეკლარაციის მიხედვით 5 მილიონ 613 ათასი გრივნაა. ბებიამ შვილიშვილს ასევ მისცა მილიონი გრივნა ბინის გადასახადის დასაფარად.

წაიკითხეთ ასევე: