ავტორი:

აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან დაბრუნდნენ - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან დაბრუნდნენ - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

სტუდენტებმა, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, “ქართული ოცნების” ოფისიდან კვლავ პარლამენტთან გადაინაცვლეს.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია, შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა.

ახალგაზრდებს მანამდე მტკვრის მარჯვენა სანაპირო ჰქონდათ გადაკეტილი.

ამასთან, ახალგაზრდებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზეც გამართეს აქცია, სადაც პოლიციელების კორიდორი დახვდათ და უშუალოდ ოფისთან მისვლა ვერ შეძლეს.