ავტორი:

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება. სტუდენტების განცხადებით, აქცია 23 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.

სტუდენტები გუშინ თავდაპირველად თსუ-სთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ აქცია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზეც გამართეს, სადაც პოლიციელების კორიდორი დახვდათ და უშუალოდ ოფისთან მისვლა ვერ შეძლეს.