ავტორი:

ავიაკატასტროფა მალაიზიაში - ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, დაღუპულია10 ადამიანი

ავიაკატასტროფა მალაიზიაში - ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, დაღუპულია10 ადამიანი

მალაიზიაში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები სამხედროები იყვნენ, რომლებიც წვრთნებში იღებდნენ მონაწილეობას.

ოფიციალური ინფორმაციით, ვერტმფრენები ერთმანეთს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლუმუტის საზღვაო ბაზაზე სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელი სწავლების დროს შეეჯახნენ.

როგორც BBC წერს, ვერტმფრენების პილოტებმა რეკომენდებული დისტანცია არ დაიცვეს, რამაც კატასტროფა გამოიწვია. დაწყებულია გამოძიება.