ავტორი:

"გიორგის პოლიტიკასთან არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება, რომელ მხარეს, ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!" - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი მამა?

"გიორგის პოლიტიკასთან არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება, რომელ მხარეს, ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!" - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი მამა?

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი ფეხბურთელებს შორის პირველი იყო, რომელმაც ღია მხარდაჭერა გამოხატა ბოლო დროს თბილისში მიმდინარე აქციების და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. გიორგიმ "ინსტაგრამზე" თავისი პატარა დისშვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ხელში ევროკავშირის დროშა ჰქონდა.

ამ პოსტის გამო გიორგი ხელისუფლების მხარდამჭერებმა გააკრიტიკეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ კი თქვა, - გიორგი ქოჩორაშვილის მამა "ნაცია "გახარიას პარტიიდანო. შემდეგ კი ისიც მოაყოლა, გიორგი დღეს რომ ეროვნული ნაკრების წევრია, თურმე მისი "პატარა დამსახურებაც არის".

პოსტს აქვეყნებს "ფეხბურთელის მამა როინ ქოჩორაშვილიც:

"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შავს და თეთრს ვერ არჩევენ, ძალიან მეცოდებიან, გულწრფელად განვიცდი და რატომ? ჩემები ხართ, ქართველები და მაგიტომ! მინდა სწორად აღიქვათ ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება!

ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებს რაც მას უყვარს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება!!! გიორგის პოლიტიკასთან არანაირი არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება, რომელ მხარეს, ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!

ამჟამად კარდანახის ვენახებიდან გწერთ, წარაფი და კარგი ღვინო რომ გვიყვარს, სადღეგრძელოები, იმ ვაზს და ვენახს ვეფერები, (თუ არ მოვუვლით სწორად, მოსავალსაც ვერ მივიღებთ) ესე გავზარდე მე ჩემი ორივე შვილი, თქვენ თუ არ მოგწონთ “ბოდიში”, თქვენ ალბათ იმას აკეთებთ, რაც მოგწონთ, აკეთებთ იმას, რასაც თქვენი გონება ან პატრონები გკარნახობენ!

ჩვენ სხვის “დაკრულზე” არ ვცეკვავთ, ვაკეთებთ ჩვენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის საქმეს!

პოლიტიკას რაც შეეხება, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს! ისე სიმბოლური რიცხვია 26! აუღებელი პენალტის დღე დადგება და ამას ქართველი, საღად მოაზროვნე და პატრიოტი ხალხი ერთად დაარტყამს!!!"

იხილეთ ასევე: