ავტორი:

კანადის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩებში ცეცხლმოკიდებულმა მატარებელმა ჩაიარა - რამ გამოიწვია ხანძარი? (ფოტო/ვიდეო)

კანადის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩებში ცეცხლმოკიდებულმა მატარებელმა ჩაიარა - რამ გამოიწვია ხანძარი? (ფოტო/ვიდეო)

კანადის კანზას სიტის სარკინიგზო მატარებლის ხუთ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელს სახიფათო, ფეთქებადსაშიში მასალები გადაჰქონდა.

ხანძრის შედეგად ვაგონები გაიყო და ერთმანეთს ჩამოშორდა. თავიდან იქნა აცილებული მნიშვნელოვანი ზიანი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. უწყების ცნობით, ცეცხლი ჯერ ხისგან დამზადებულ ვაგონს მოედო. ლონდონის სახანძრო დეპარტამენტის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, სარკინიგზო ზარალი 25 000 დოლარადაა შეფასებული.

მატარებელი საცხოვრებელ უბანში შეჩერდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის შედეგად ერთ-ერთი შენობა დაზიანდა.