ავტორი:

"პირველი სასაზღვრო ბოძი დადგმულია" - სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

"პირველი სასაზღვრო ბოძი დადგმულია" - სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს და პირველი სასაზღვრო ბოძი განათავსეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი ავრცელებენ.

"პირველი სასაზღვრო ბოძი დადგმულია სომხურ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის თავუშ-ღაზახის მონაკვეთზე”, - წერს ფაშინიანი Facebook-ის პირად გვერდზე და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს.

აზერბაიჯანი ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი ადასტურებს პირველი სასაზღვრო ბოძის დადგმას და აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის საექსპერტო ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ.

ცნობისთვის, გასულ კვირას სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა პირველად გამოაცხადეს წინასწარი შეთანხმება რვა სასაზღვრო სოფლის მახლობლად საზღვრების დელიმიტაციის შესახებ.