ავტორი:

ქანიეს ახალი ახირება - რეპერი პორნო ფილმების გადაღებას გეგმავს და სკანდალურ სურვილებს ამხელს

ქანიეს ახალი ახირება - რეპერი პორნო ფილმების გადაღებას გეგმავს და სკანდალურ სურვილებს ამხელს

როგორც ჩანს, ქანიე უესტისთვის რელიგიურად ცხოვრების ხანა ოფიციალურად დასრულდა.

რეპერი პორნოგრაფიული ფილმების გადაღებასა და სტუდიის გახსნას გეგმავს.

ქანიეს ამ მოულოდნელი იდეის შესახებ მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Page Six-თან ისაუბრა:

"ის უკვე გარკვეული პერიოდია ამ იდეაზე ლაპარაკობს და როგორც ჩანს, მისი განხორციელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი."

როგორც ქანიეს წარმომადგენელი ამბობს, რეპერი ვარსკვლავ სტორმი დენიელსის ყოფილ მეუღლეს, მაიკ მოზს ეკონტაქტება, რომელიც ამჟამად ამ კინოინდუსტრიის პროდიუსერად მუშაობს.

"ქანიეს სურს, რომ თავის ახალ პროექტზე მაიკთან ერთად იმუშაოს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ზაფხულისთვის ოფიციალურად წარადგენს მას.

ზოგიერთისთვის ქანიეს ახალი "ჰობი" შესაძლოა მოულოდნელიც იყოს, რადგანაც სულ რაღაც 2 წლის წინ მან აღიარა, რომ კიმ კარდაშიანთან ოჯახის დანგრევა სწორედ პორნოინდუსტრიამ განაპირობა.

"ჰოლივუდი უზარმაზარი ბ...ელია და პორ..აფიამ ოჯახი დამინგრია. დამოკიდებულებას ვებრძვი, "ინსტაგრამი" კი ამას რეკლამას უწევს", - დაწერა მან თავის "ინსტაგრამპოსტში" 2022 წელს.

ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, The Rolling Stone-ში დაიწერა, რომ გრემის მფლობელმა რეპერმა თავისი დიზაინერული კომპანიის, Yeezy-ს თანამშრომლებს კიმ კარდაშიანის თამამი და პრივატული ფოტოები და ვიდეოები აჩვენა. ამავდროულად, ქანიე ყოფილ ცოლს წლების განმავლობაში აკრიტიკებდა ზედმეტად სექსუალურად ჩაცმისთვის და მათი შვილებისთვის ცუდი მაგალითის მიცემისთვის.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რეპერს არანაირი პრობლემა არ აქვს, და მეტიც, ახალისებს კიდეც, როცა მისი ამჟამინდელი მეუღლე, 29 წლის ბიანკა ცენსორი გამომწვევ სამოსში გამოწყობილი, ნახევრად შიშველი ჩნდება პუბლიკის წინაშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქანიე ბიანკას ყველაზე თამამ ფოტოებს საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" თვითონვე აქვეყნებს.

ქანიე უესტის პროვოკაციული განცხადებები აქ არ მთავრდება... 46 წლის რეპერი გუშინ The Download პოდკასტს ეწვია და სკანდალური განცხადება გააკეთა. უესტმა ყოფილ პირველ ლედისთან - ბარაკ ობამას ცოლთან, მიშელ ობამასთან და ბიანკა ცენსორისთან ჯგუფური სექსის ქონის სურვილიც გამოთქვა.

იხილეთ ასევე:

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა