პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ახალგაზრდების თქმით, აქცია გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს არ გასცდება და იმედი აქვთ, რომ პოლიციაც ასე მოიქცევა.
"ადამიანების შეკრებას ჯერ კიდევ ველოდებით. იმედია, ძალიან ბევრნი ვიქნებით. ჩვენი პროტესტი სპონტანურია და პროცესში იგეგმება. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც ვნახეთ და ვფიქრობთ, არსებობს რისკი, რომ რაღაც სახის პროვოკაციები იყოს.
პროტესტი დღეს არ დაწყებულა და არც დამთავრდება. ის სპონტანურია, მაგრამ მშვიდობიანი, ლაღი და მტკიცეა. ჩვენ გამოხატვის ჩარჩოებს არავითარ შემთხვევაში არ გავცდებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ პოლიციაც ასე მოიქცევა”, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
წაიკითხეთ ასევე: