ავტორი:

ნიგერიაში ციხიდან 118 პატიმარი გაიქცა

ნიგერიაში ციხიდან 118 პატიმარი გაიქცა

ნიგერიაში ციხიდან 118 პატიმარი გაიქცა. Reuters-ის ინფორმაციით, შემთხვევა დედაქალაქთან ახლოს, სულეიას საპატიმროში მოხდა.

როგორც მედიასაშუალება წერს, ძლიერმა წვიმებმა ციხის შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა, რის შედეგადაც პატიმრებმა გაქცევა შეძლეს. პოლიციის განცხადებით, ისინი გაქცეულ პატიმრებს ეძებენ, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 10 მათგანის დაკავება შეძლეს.