ავტორი:

მახინჯაურში ავარიას 3 წლის ბიჭუნა ემსხვერპლა

მახინჯაურში ავარიას 3 წლის ბიჭუნა ემსხვერპლა

ტრაგედია დატრიალდა მახინჯაურში, სადაც მცირეწლოვან ბავშვს მანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბიჭუნა დაიღუპა.

მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ იყო, ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.