ავტორი:

ახალგაზრდები საპროტესტოდ კვლავაც შეიკრიბნენ, აქციაზეა ლაზარე გრიგორიადისიც - რა ხდება ამჟამად თბილისის ცენტრალურ გამზირზე?

ახალგაზრდები საპროტესტოდ კვლავაც შეიკრიბნენ, აქციაზეა ლაზარე გრიგორიადისიც - რა ხდება ამჟამად თბილისის ცენტრალურ გამზირზე?

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია -"არა რუსულ კანონს“ დღესაც იმართება.

პარლამენტთან შეკრებილი ახალგაზრდები ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან. ქციაზე ისმის საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები და შეძახილები "საქართველო! საქართველო!"

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენამდე “ენერგიით მივიდნენ”.

"მიმდინარე აქციებს ყველა დიდი რესურსითა და მუხტით უდგება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური რესურსი ყველას გვაქვს, აუცილებელია, კანონპროექტის მეორე მოსმენამდე ენერგიით მივიდეთ. პროტესტი დროდადრო სპონტანურად იგეგმება, ვაპირებთ მსვლელობასაც. ჩვენი მიზანი ისევ მშვიდობიანი და მტკიცე პროტესტია, გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ და კანონის ჩარჩოში ვიქნებით”, - განაცხადეს აქციაზე.

პარლამენტთან იმყოფებოდა მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა.

იხილეთ ასევე: