ავტორი:

"სამარცხვინო ამბავია, როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აწყობს, ეს იმის დასტურია, რომ მისი ბოლო ჟამია" - ალეკო ელისაშვილი

"სამარცხვინო ამბავია, როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აწყობს, ეს იმის დასტურია, რომ მისი ბოლო ჟამია" - ალეკო ელისაშვილი

სამარცხვინო ამბავია, როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აწყობს - ასეთი აქცია შევარცხვინე, - „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, სადაც ის მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ვეღარ ეყრდნობა ხალხს და ეს “ხელისუფლება უნდა წავიდეს”.

“სამარცხვინო ამბავია, როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აწყობს. ოპოზიცია რომ აქციებს მართავს, ეს ნორმალური პროცესია. დამოუკიდებლობის 30 წლისთავს დააკვირდით, ეს იმის დასტურია, რომ ხელისუფლების ბოლო ჟამია. ასე ხდებოდა, როდესაც შევარდნაძემ გამოიყვანა ხალხი, სააკაშვილმაც. როდესაც ხელისუფლებები ძალაუფლებას კარგავენ, გამორეკავენ ნახირივით საჯარო მოხელეებს, აშინებენ, ზეწოლას ახდენენ. ეს არის აბსურდი. ნორმალურ ვითარებაში როგორ შეიძლება ხელისუფლებამ აქცია გაუმართოს მოქალაქეებს. თან როგორ?! აქ, ამ აქციაზე, ვინ არის ფულით, ან ძალით მოყვანილი?!

ასეთი აქცია შევარცხვინე!ხელისუფლება ვეღარ ეყრდნობა ხალხს და ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს”,-აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს.