ავტორი:

აქცია "კი ევროპას, არა რუსულ კანონს“  - რა ხდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე?

აქცია "კი ევროპას, არა რუსულ კანონს“  - რა ხდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე?

პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია - "კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს. მოქალაქეები, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ამ წუთებში შეკრებილებს სიტყვით ორგანიზატორები მიმართავენ. არსებული ინფორმაციით, სიტყვით გამოვა 20-მდე გამომსვლელი, რის შემდეგაც მომიტინგეები მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან.

"ჩვენი ერთობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხვალინდელ აქციას ხელისუფლებამ დაარქვა "მამული, ენა სარწმუნოება". ჩვენ უნდა დავიცვათ გაყალბებისგან მამული, ენა, სარწმუნოება", - მიმართა აქციის მონაწილეებს პოეტმა რატი ამაღლობელმა.

ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ამასთან, აქციის დაწყებისას შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.

არა რუსულ კანონს - თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციას ბაიკერები შეუერთდნენ. მათ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები ოვაციებით შეხვდნენ.

იხილეთ ასევე: