ავტორი:

Sinocare - დიაბეტის მართვაზე ცნობიერების ამაღლებისთვის

Sinocare - დიაბეტის მართვაზე ცნობიერების ამაღლებისთვის

სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია 4Hospitals საერთაშორისო ბრენდ Sinocare-თან ექსკლუზიური პარტნიორობით ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას დიაბეტის მართვასა და მის თანმდევ პრობლემებზე.

ბრენდი Sinocare მსოფლიოს წამყვან ხუთეულშია უმაღლესი ხარისხის გლუკომეტრის აპარატებისა და ტესტ-ჩხირების წარმოებით. 2002 წლიდან ქმნის ჭკვიან, ხარისხიან და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ პროდუქციას და ჰყავს 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოს 135 ქვეყანაში.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/kHMETOKEqQk?si=vf9VB5VYF1YJePOX" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

4ჰოსპიტალსი Sinocare-თან კოლაბორაციით მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას დიაბეტის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკაზე და მისი მთავარი ხედვა პერიოდული თვითკონტროლის კულტურის დამკვიდრებაა.

სწორედ ამისთვის შეიქმნა დიაბეტის მართვის ჯგუფი, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ინდივიდუალურ გამოცდილებებს, ეცნობიან საინტერესო ინფორმაციებს დიაბეტის კონტროლთან დაკავშირებით და იღებენ კომპეტენტურ რჩევებს ექიმი-ენდოკრინოლოგისგან.

2023 წლის ივლისში სინოქეას ჯგუფს შემოუერთდა ექიმი-ენდოკრინოლოგი, ელგა გიორგაძე, რომელიც, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიურად უპასუხებს თქვენს კითხვებს, მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას, რაც კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ დიაბეტთან ერთად ცხოვრების ხარისხს.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/xs2IxRfgwaI?si=rVyRPmxWzJBcArEe" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

„დიაბეტი თანამედროვე მსოფლიოს ჯანდაცვისთვის დიდი გამოწვევაა თავისი გავრცელების მაჩვენებლებით და ტემპებით, ასევე ჯანმრთელობის იმ რისკებით და გართულებებით, რისი გამოწვევაც მას შეუძლია.

ამავე დროს, ეს არის დაავადება, რომლის პრევენცია დიდწილად შესაძლებელია. ამ თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოება ფლობდეს შესაბამის ინფორმაციას და განათლებას, თუ რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო მისგან თავის დასაცავად.

თუ დაავადების პრევენცია უკვე დაგვიანებულია, ამ ეტაპზე კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს დარღვევის, რაც შეიძლება, დროული აღმოჩენა. ზოგადი სტატისტიკის თანახმად, დიაბეტის მქონე ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ დიაბეტი აქვს, ამ დროს კი გადამწყვეტია ადრეული ჩარევა და მკურნალობა, რათა დაავადებას არ მიეცეს საშუალება კიდევ უფრო სერიოზულ მდგომარეობებში ტრანსფორმირდეს.

დიაგნოსტირების შემდეგ მნიშვნელოვანია ადამიანმა მაქსიმალურად ბევრი სანდო ინფორმაციის მოძიება შეძლოს თავისი მდგომარეობის შესახებ, ჰქონდეს წვდომა კომპეტენტურ პასუხებზე და ამავე დროს ფლობდეს შესაძლებლობას, ჩაერთოს ისეთ ჯგუფებში და სოციალურ აქტივობებში, სადაც შეძლებს მიიღოს და თავადაც გააზიაროს ცოდნა, გამოცდილება, ემოციური მხარდაჭერა იგივე დიაგნოზის მქონე ადამიანებთან ერთად, რასაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა აქვს ცხოვრების ხარისხზე და არაერთი კვლევის შედეგების მიხედვით, დაავადების მართვის ეფექტურობასა და შედეგებზეც კარგად აისახება.

დასაფასებელია Sinocare-ის მნიშვნელოვანი და დროული ჩართულობა დაავადების ყველა ამ ეტაპზე, რაც მოიცავს: უფასო მონიტორინგის აქციებს, გაცვლით კამპანიებს, დიაბეტის მართვის ჯგუფში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას და ა.შ“.

შემოუერთდით სინოქეას ჯგუფს: დიაბეტი|დიაბეტის მართვა და არ გამოგრჩეთ კომპანიის მიერ შემოთავაზებული აქციები და ყოველთვიური აქტივობები.

Sinocare - გაიტესტე ყველგან და ყოველთვის!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სინოქეას ცხელ ხაზს: 032 2 305 120

მომსახურების ცენტრი: ლუბლიანას #28

R