ავტორი:

"ა, ძმაო, ოპოზიცია მოვიდა" - იაგო ხვიჩიას ფოტო "ქართული ოცნების" მიერ გამართული აქციიდან: რას ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი?

"ა, ძმაო, ოპოზიცია მოვიდა" - იაგო ხვიჩიას ფოტო "ქართული ოცნების" მიერ გამართული აქციიდან: რას ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი?

რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების“ ორგანიზებულ "საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ მოქალაქეები იკრიბებიან. რუსთაველის გამზირზე მათ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს. სოციალურ ქსელში, აქციის ერთ-ერთი მონაწილე გია ყრუაშვილი პოლიტიკოს იაგო ხვიჩიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს:

"ა, ძმაო ოპოზიცია მოვიდა. ეს კაციც რუსეთუმეა...“

როგორ მოხვდა "ქართული ოცნების“ აქციაზე დეპუტატი, ambebi.ge პოლიტიკოსს დაუკავშირდა

- იაგო, ცოტა ხნის წინ, თქვენი ფოტო გავრცელდა აქციიდან, ახლაც იქ ხართ?

- ვიყავი ჩასული, ერთი საათი ვიდექი და შემდეგ ამოვედი ოფისში.

- რატომ ჩახვედით აქციაზე?

- პარლამენტის წევრი ვარ და ამდენი ადამიანი შეიკრიბა, რაც არ უნდა იყოს, როგორ შეიძლება არ ჩახვიდე და არ დაგაინტერესოს რა უნდა ამ ხალხს, რა აწუხებთ, არ დაელაპარაკო, რომ მათი მხრიდან შეხედო ამ ყველაფერს და მარტო ერთი მხრიდან არ უყურო.

მე ზოგადად ძალიან ნასიამოვნები ვარ ჩემი ერთსაათიანი ყოფნით. ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ჩემი წარმოდგენა შევიქმენი.

- რა გითხრეს, ნამდვილად იმიტომ შეიკრიბნენ, რომ კანონის მხარდამჭერები არიან?

- ზოგი გულწრფელად იმიტომ იდგა, რომ კანონს მხარს უჭერდა და ზოგიც იმიტომ, რომ ევალებოდა იქ ყოფნა. მე არავის დაკნინება არ მინდა ამ ადამიანების.

- გუშინ თუ იყავით ჩასული აქციაზე?

- დიახ, რასაკვირველია, გუშინწინაც ვიყავით და იმის წინაც. ჩვენ ზოგადად აქციაზე სულ დავდივართ, ხალხს ველაპარაკებით.