ავტორი:

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა, აუცილებელი გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა, აუცილებელი გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ რუანგზე ვულკანის კრატერიდან ლავისა და ფერფლის ამოსვლის გამო აუცილებელი გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.

ინდონეზიის ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური კატასტროფების სამსახურმა განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ვულკანის ამოფრქვევის გამო ათობით შიდა ავიარეისი გაუქმდა.