ავტორი:

გააგრძელე ქართული კლასიკის გადაკითხვა და შეიძინე "ბაში-აჩუკის" საკოლექციო გამოცემა სპეციალურ ფასად

გააგრძელე ქართული კლასიკის გადაკითხვა და შეიძინე "ბაში-აჩუკის" საკოლექციო გამოცემა სპეციალურ ფასად

29 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით „ბაში-აჩუკის“ საკოლექციო გამოცემა სერიიდან #გადავიკითხოთ სპეციალურ ფასად - 15 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. შეძენა შესაძლებელია როგორც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, ისე გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში.

აკაკი წერეთლის ისტორიული რომანი „ბაში-აჩუკი“ ეხება 1659 წლის კახეთის აჯანყებას, რომელმაც სპარსეთის წინააღმდეგ მთელი საქართველო გააერთიანა. მებრძოლებს შორის იყვნენ ზაალ არაგვის ერისთავი, ქსნის ერისთავები (შალვა და ელიზბარ), ბიძინა ჩოლოყაშვილი, ფშავ-ხევსურები და სხვა.

რომანი დაწერილია 1895-1896 წლებში, მისი კინო ეკრანიზაცია კი 1956 წელს გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს ლია ელიავა, ოთარ კობერიძე, დოდო აბაშიძე, მედეა ჩახავა, დოდო ჭიჭინაძე და კოტე დაუშვილი ასრულებენ.

რაც შეეხება სერიას #გადავიკითხოთ, ეს არის ქართული კლასიკური ლიტერატურის იმ რჩეული ტექსტების კრებული, რომელთა გადაკითხვა და, შესაბამისად, ხელახალი გააზრება ყოველთვის საინტერესოა. ეს ნაწარმოებები მუდამ თანამედროვე და აქტუალურია და სულ უფრო მეტ საფიქრალს აღძრავს. ამ სერიის იდეაც ეს არის - შევხედოთ, როგორც ახალს, და თავიდან წავიკითხოთ, გადავიკითხოთ კარგად ნაცნობი კლასიკური ქართული ლიტერატურის შედევრები. თითოეული წიგნს ერთვის ამა თუ იმ ცნობილი და ავტორიტეტული ლიტერატორის ან მკვლევრის მიერ სპეციალურად ამ სერიისთვის დაწერილი წინათქმა, რომლის მიზანიც არის, მიგვანიშნოს ხელახლა წაკითხვისას აღმოსაჩენ აქცენტებზე.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა შემდეგი წიგნები: „კაცია ადამიანი“ (ლევან ბერძენიშვილის წინასიტყვაობით); „სურამის ციხე“ (გიგა ზედანიას წინასიტყვაობით); „ლამბალო და ყაშა“ (გიორგი ლობჟანიძის წინასიტყვაობით); „ქრისტინე“ (თეონა ბექიშვილის წინასიტყვაობით); „ხევისბერი გოჩა“ (დიანა ანფიმიადის წინასიტყვაობით); „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (მალხაზ ხარბედიას წინასიტყვაობით) და ახლა უკვე „ბაში-აჩუკი“. წიგნები გაფორმებულია მხატვარ ხატია ჩიტორელიძის ილუსტრაციებით, დაბეჭდილია ცარცირებულ ქაღალდზე, აქვს მაგარი ყდა და საკოლექციო გამოცემისთვის დამახასიათებელი მაღალი პოლიგრაფიული ხარისხი.

R