ავტორი:

"არაფრად ასეთად არ ღირს არც ერთი ასეთი კანონი, მოგიწოდებთ, გაიწვიოთ, როგორც ეს შარშან გააკეთეთ" - რობერტო მავანი, ტატო ბაციკაძე, სოსო ნებიერიძე და სხვები: ქართველი "იუთუბერების" პროტესტი

"არაფრად ასეთად არ ღირს არც ერთი ასეთი კანონი, მოგიწოდებთ, გაიწვიოთ,  როგორც ეს  შარშან გააკეთეთ" - რობერტო მავანი, ტატო ბაციკაძე, სოსო ნებიერიძე და სხვები: ქართველი "იუთუბერების" პროტესტი

ქართველი "იუთუბერები" აქვეყნებენ ვიდეო მიმართვას, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, კანონპროექტის გაწვევისკენ. გთავაზობთ ზოგიერთი მათგანის კომენტარს ვიდეოდან.

სოსო ნებიერიძე:

"მე ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, ახლაც იგივე აზრზე ვარ. არა რუსეთს, არა ყველაფერ იმას რაც მიგვექაჩება რუსეთისკენ, ჩვენი მომავალი ევროპაშია".

ტატო ბაციკაძე:

"არაფრად ასეთად არ ღირს არც ერთი ასეთი კანონი და გვაქვს სურვილი, მოგიწოდოთ ყველას, ვისაც ამის ძალაუფლება გაქვთ, რომ ეს კანონი გაიწვიოთ, გაიტანოთ, ისევე როგორც ეს გააკეთეთ შარშან. თუ შარშან გაიტანეთ, წელსაც შეგიძლიათ რომ გაიტანოთ. არ ღირს იმად, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და ძალიან გთხოვთ, ქვეყანას ნუ არევთ".

რობერტო მავანი:

"როცა ყველაფერი ასე თუ ისე კარგად იყო, რა საჭირო იყო ამ კანონის თავიდან გამოტანა და საზოგადოების ისევ გახლეჩა?!. მოკლედ, არ გვინდა ეს კანონი, ერთად დავდგეთ, ძალა ერთობაშია".

საბა საპანაძე

"მადლობა ყველას, ვინც ევროპული საქართველოსთვის და ხვალინდელი უკეთესი მომავლისთვის იბრძვის. გაიწვიეთ ეს კანონი და ნუ ქმნით ქართველ ხალხს შორის დაპირისპირების ხელოვნურ საფუძველს. მე ვირჩევ ევროპას და არა რუსეთს".

თიკო საზინა:

"ჩვენ, ქართველი იუთუბერები ვართ რუსული კანონის მოწინააღმდეგენი, არა რუსულ კანონს და კი თავისუფალ, ევროპულ მომავალს".