ავტორი:

“დავიღლებით? არა!” - გმირთა მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მოედნის მიმდებარე ქუჩებსაც კეტავენ

“დავიღლებით? არა!” - გმირთა მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მოედნის მიმდებარე ქუჩებსაც კეტავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ის მონაწილეები, რომლებიც გმირთა მოედანზე არიან შეკრებილნი, მოედნის მიმდებარე ქუჩებს კეტავენ.

ამ დროისთვის გადაადგილება შეჩერებულია ლაგუნა ვერეს მიმართულებით, თუმცა მომიტინგეები, რიგრიგობით, იმ ქუჩების გადაკეტვასაც ცდილობენ, რომლებიც მოედანს უერთდება.

დემონსტრანტები ქუჩებზე სხდებიან, რათა ავტომობილებმა გადაადგილება ვეღარ მოახერხონ.

“დავიღლებით? არა!”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.