ავტორი:

აღმოჩენა იერუსალიმის მიწისქვეშეთში, რომელიც ბიბლიის მართებულობას ამტკიცებს - რა იპოვეს დავითის ქალაქში?

აღმოჩენა იერუსალიმის მიწისქვეშეთში, რომელიც ბიბლიის მართებულობას ამტკიცებს - რა იპოვეს დავითის ქალაქში?

ისრაელში მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენაზე მსჯელობენ - დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ დავითის ქალაქის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარე კედელი იუდეის მეფე ხიზკიაჰუს მიერ იყო აშენებული, თუმცა კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ იგი ხიზკიაჰუს წინაპრის, უზიას ბრძანებით ააგეს.

"ათწლეულების მანძილზე ვარაუდობდნენ, რომ ეს კედელი აშენდა იუდას მეფე ხიზკიაჰუს მიერ. მაგრამ ახლა ცხადი ხდება, რომ მეფე უზიას დროიდან თარიღდება, როგორც ეს ბიბლიაშია მითითებული", - განაცხადა ჯო უზიელმა, ისრაელის სიძველეების ორგანოს წარმომადგენელმა (IAA).

შუკრონის მტკიცებით, რომელიც დავითის ქალაქის ძიებით 1995 წლიდანაა დაკავებული, კედელი დავითის ქალაქის არსებობის საკითხში გადამწყვეტი მტკიცებულებაა. ეს გრანდიოზული კედელი აგებული იყო მდინარე გიზონის დასაცავად, რომელიც მთელ ქალაქს ამარაგებდა წყლით. აგებულია ქვებით, რომლის სიგანე 6 მეტრია წონა კი 5 ტონა.

ბიბლიის თანახმად, უზიამ დიდი ყურადღება დაუთმო იერუსალიმის აღდგენას და გამაგრებას. მან ააშენა ძლიერი კედლები ქალაქის გარშემო, რომელშიც მსხვილი კოშკები ჩააშენა, ხოლო კოშკებზე მძიმე სამხედრო კატაპულტები და ბალისტები განალაგა. უზიას ერთ-ერთი მიზანი ეკონომიკის განვითარება იყო. მეფემ სავაჭრო ურთიერთობა დაიწყო ყველა მეზობელ და უფრო შორეულ ქვეყნებთან. ამან მნიშვნელოვნად გააძლიერა იუდეის დანგრეული ეკონომიკა. იუდეა აწარმოებდა ღვინოს და ტყავს, რომელიც შორეულ ქვეყნებში, არაბეთსა და ინდოეთშიც კი გაჰქონდათ. ამან იუდეველებს დიდი სიმდიდრე მოუტანა.

წყარო: dailymail