ავტორი:

სამი გაუჩინარებული ტურისტის ცხედარი იპოვეს - საქმეზე დაკავებულია 23 წლის ქალიც: რა მოხდა მექსიკაში?

სამი გაუჩინარებული ტურისტის ცხედარი იპოვეს - საქმეზე დაკავებულია 23 წლის ქალიც: რა მოხდა მექსიკაში?

მექსიკაში სამი ავსტრალიელი ტურისტის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 30 წლის ჯეკ კარტერ როუდი, და ძმები, კალუმ და ჯეიკ რობინსონები არიან, რომლებიც გასულ კვირას გაუჩინარდნენ.

გამომძიებლების თქმით, ცხედრების ადგილსამყოფელთან ახლოს მიტოვებული კარავი და დამწვარი თეთრი პიკაპი იპოვეს. საქმეზე სამი ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დაკითხა, ასევე დაკავებულია 23 წლის ქალი, რომელსაც ერთ-ერთი გარდაცვლილის ფოტო აღმოუჩინეს. პროკურატურა დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებს. სავარაუდოდ, საქმეში ნარკოკარტელი ფიგურირებს.

ოთხშაბათს, დაკარგული ავსტრალიელების დედამ, დებრა რობინსონმა Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი და საზოგადოებას დახმარება სთხოვა. მისივე თქმით, ძმებიდან ერთ-ერთი, კალუმი, დიაბეტით იყო დაავადებული.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ მათი საელჩო მექსიკაში მჭიდროდ თანამშრომლობს მექსიკის ხელისუფლებასთან და ავსტრალიის ფედერალურ პოლიციასთან. Baja California, სადაც ტურისტების ცხედრები იპოვეს, მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო რეგიონად ითვლება.