ავტორი:

რა ხდება ცნობილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე - ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე რამდენიმე საათია, თანამებრძოლები მისი ცხედრის გამოყვანას ცდილობენ

რა ხდება ცნობილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე - ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე რამდენიმე საათია, თანამებრძოლები მისი ცხედრის გამოყვანას ცდილობენ

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე რამდენიმე საათია, უკრაინაში, სოფელ ავდეევკასთან "შავი არწივის" მებრძოლები გარდაცვლილი ქართველი სამხედროს სოსო გუგუტიშვილის ცხედრის გამოყვანას ცდილობენ. ის სწორედ ამ სამხედრო რაზმის რიგებში იბრძოდა.

ამ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გაირკვევა, როდის გადმოასვენებენ დაღუპულ ჯარისკაცს სამშობლოში.

ის სოფელ გუგუტიანთკარიდან იყო, ამ სოფელში ცხოვრობს მისი ოჯახი. სოსო გუგუტიშვილი რუსი ოკუპანტების დაბომბვას იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც მისი რაზმი სპეციალური მისიით შედიოდა სოფელში.

ქართველი მებრძოლი წელიწად ნახევრის განმავლობაში იცავდა უკრაინას რუსული აგრესიისგან.

"კარგი ოჯახის შვილი და კარგი ბიჭი იყო... პოლონეთში იყო წასული სამუშაოდ და იქიდან გადავიდა უკრაინაში. მეუღლე და 2 არასრულწლოვანი შვილი დარჩა", - აცხადებს მისი თანასოფლელი.