ავტორი:

"მისი მეუღლე ამერიკაშია, იქ გააგებინეს ეს საშინელი ამბავი" - გორში ტრაგიკულად დაღუპული ქალის ვინაობა ცნობილია

"მისი მეუღლე ამერიკაშია, იქ გააგებინეს ეს საშინელი ამბავი" - გორში ტრაგიკულად დაღუპული ქალის ვინაობა ცნობილია

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, მცირეწლოვანი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე მოხდა, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ავტომანქანა დაგორდა და ქვეითად მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

  • ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 31 წლის ნინი შემაზაშვილი, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, გარდაიცვალა, დაშავებული 6 წლის გოგონას კი, გადაუდებელი დახმარება გაეწია და გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

გარდაცვლილს ერთი შვილი დარჩა.

"მისი მეუღლე ამერიკაშია, იქ გააგებინეს ეს საშინელი ამბავი. ერთი შვილი ჰყავთ, ბავშვი წელს გახდა 6 წლის. ახლა კლინიკაშია მოთავსებული მრავლობითი დაზიანებებით" - ჰყვებიან გორელები.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.