კავკასიის უნივერსიტეტს ლევან ბერძენიშვილი ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს", - წერს ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, მანამდე პროფესორმა სოსო ბერიკაშვილმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც წერდა, რომ სუს-მა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მისი გაშვება მოსთხოვა, რის შემდეგაც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულს მოჰყვა ნიკო ნერგაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მან უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ნახეთ ასევე: