ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა კოლხეთს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის

ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა კოლხეთს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის

ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტზე ეკოლოგიური დასკვნა არ არსებობს. ასოციაცია "მედია და საზოგადოების" ინფორმაციით, აეროპორტის ტერიტორიაზე, რომელიც კოლხეთის ეროვნულ პარკს ესაზღვრება, სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა შესაბამისი ნებართვისთვის ინვესტორ კომპანიას გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ჯერ არ მიუმართავს.

"ვთხოვთ შესაბამის სტრუქტურებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით. ეს დაბლობი დღემდე შემორჩენილი იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტის ნაშთია, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ მთელ კონტინენტზე უწყვეტ ზოლად იყო გადაჭიმული. კოლხეთს შემორჩა უნიკალური მცენარეები, რომელიც დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი. შესაბამისად, მას გაფრთხილება სჭირდება და არავინ იცის, კავკასიაში ყველაზე დიდი აეროპორტის მშენებლობა, რა ცვლილებებს გამოიწვევს", - აცხადებენ ეკოლოგები.

(სრული ვერსია იხილეთ აქ)

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა