საფრანგეთი მაკარტნის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვებს

საფრანგეთი მაკარტნის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვებს

საფრანგეთის მთავრობა მომღერალ სერ პოლ მაკარტნის უმაღლესი ნაციონალური პრემიით - საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვებს.

პრესტიჟულ ჯილდოს, რომელსაც გამორჩეული სამხედრო და სამოქალაქო დამსახურებისთვის ანიჭებენ, ტრადიციის მიხედვით მუსიკოსს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შაბათს ოფიციალურ ცერემონიაზე გადასცემს.

საპატიო ლეგიონის ორდენი ნაპოლეონ ბონაპარტემ 1802 წელს დააწესა. მას სამი ხარისხი აქვს: კავალერი, ოფიცერი და კომანდორი და ორი ღირსება: უმაღლესი ოფიცერი და დიდი ჯვრის კავალერი. კანდიდატურებს ორდენის სპეციალური საბჭო არჩევს. ორდენის საბჭო ჯილდოს ხარისხსაც განსაზღვრავს. ოფიცერის წოდება მსახიობს კლინტ ისტვუდსა და მომღერალ ლაიზა მინელის მიანიჭეს.

გარდა საპატიო ფრანგული წოდებისა, 70 წლის მომღერალი და ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Beatles-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი 1997 წლის იანვრიდან ბრიტანული იმპერიის რაინდია.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება