დაშორდა თუ არა მარინა ბერიძე მეუღლეს?

დაშორდა თუ არა მარინა ბერიძე მეუღლეს?

თბილისი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს იცნობს. ვინ ვის დაშორდა, ვისი ოჯახი დაინგრა და ვის ვინ შეუყვარდა, ქალაქში ყველაზე აქტუალური ჭორების თემაა. განსაკუთრებით ბევრს პოპულარულ ადამიანებზე ჭორაობენ და ხშირად არცთუ უსაფუძვლოდ. ახლახან გავრცელდა ჭორი, რომ მარინა ბერიძე ქმარს, მუსიკოს ზურაბ ლალიაშვილს დაშორდა. როგორც ამბობენ, ოჯახის დანგრევის მიზეზი 35 წლის ქალია, რომელზეც ზურაბ ლალიაშვილი ყოფილა შეყვარებული და მის ცოლად შერთვასაც აპირებს.

ჩვენ, რასაკვირველია, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ და ცოტა შორიდან დავიწყეთ - ოჯახის ახლობელს დავურეკეთ, რომლის ვინაობასაც, რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ.

- ერთი ცუდი ამბავი გავიგე და მინდა გადავამოწმო.

- რა ამბავი?

- ამბობენ, ზურა ლალიაშვილი ცოლს დაშორდაო.

- მერე, ეგაა ცუდი ამბავი?

- აბა, კარგია?

- გააჩნია ვისთვის. ზურას თუ 35 წლის ქალი მოჰყავს ცოლად, არა მგონია, ცუდი იყოს. აი, მარინასი კი რა მოგახსენოთ, მისთვის ნამდვილად არ იქნება კარგი ეგ ამბავი...

- თქვენ არაფერი გსმენიათ მათი ოჯახური უთანხმოების შესახებ?

- არ მგონია, მართალი იყოს ეგ ამბავი. ნაშა ვის არ ჰყოლია, მაგის გამო ცოლს ნუ დააშორებთ კაცს. ნუ ჩაერევით ოჯახის ცხოვრებაში, თორემ, ხომ იცით მარინას ამბავი (იცინის).

ზურა ლალიაშვილი

- ბატონო ზურა, მართალია, რომ ცოლს დაშორდით?

- რა სისულელეა?!.

- ამბობენ, 35 წლის ქალზე ყოფილხართ შეყვარებული...

- (მაწყვეტინებს) კარგით რაა, რა არის ახლა ეს?! არ მცალია, გზაში ვარ, დამანებეთ თავი!..

მარინა ბერიძე

- როგორ ხართ, ქალბატონო მარინა?

- მშვენივრად, გმადლობ.

- ერთი ჭორი გავიგეთ თქვენ შესახებ და მინდა გადავამოწმო.

- კი ბატონო, გისმენთ.

- მართალია, რომ ქმარს დაშორდით?

- რას ამბობთ (იცინის), როგორ გამამხიარულეთ. ჩემს პოპულარულობას უკვე საზღვარი აღარ აქვს. ჩემი და ჩემი ქმრის დაცილებაზეც ალაპარაკდა ხალხი, არა?

- ამბობენ, რომ თქვენი მეუღლე 35 წლის ქალს ირთავს ცოლად...

- (მაწყვეტინებს) მართლა? გამიხარდებოდა, ასე რომ იყოს. რა მაგრად მომივლია, რა ფორმაშია ბიჭი (იცინის). ძალიან კარგ გუნებაზე დამაყენეთ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება