კიმ კარდაშიანი: "ყველაფერს ვჭამ, რაც მინდა"

კიმ კარდაშიანი: "ყველაფერს ვჭამ, რაც მინდა"

რეალური შოუების ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი, უცაბედად შექმნილი და დანგრეული ოჯახის "გმირი", რომელიც ახლა მომღერალ კანიე უესტს ხვდება, მომრგვალებული ფორმებითაც პოპულარულია. კიმის სხეული საერთოდ არ შეესაბამება სამოდელო პარამეტრებს, მაგრამ ნამდვილად მომხიბვლელი და ქალურია. ამ ბოლო დროს წონაში დაიკლო და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა.

- სხეულს როგორ ინარჩუნებთ?

- სპორტულ დარბაზში რამდენიმე წელი ვვარჯიშობდი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ გამხდარი გოგონა. ახლა ბუ­ნებრივად მომრგვალებული ფორმები მივიღე და თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. მაგრამ მაინც დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში, რომ ტონუსი შევინარჩუნო. ადრე ხშირად ვიკვებებოდი სწრაფი კვების მავნე პროდუქტებით, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ სწრაფი კვების ბევრი ობიექტია, სადაც ჯანსაღი საკვების მიღებაც შეიძლება, ასე რომ, ცუდი კვების რეჟიმს გამართლება არ აქვს. როცა სადმე გავდივარ საჭმელად, ყველაფერს ვჭამ, რაც მინდა. მთელი ცხოვრება ხომ ვერ ვინერვიულებ კალორიებზე.

კიმ კარდაშიანი საცურაო კოსტუმში- ძალიან თავდაჯერებული ხართ...

- ყოველთვის არ ვიყავი ასეთი, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. მაგრამ ასაკთან ერთად თავდაჯერება მატულობდა, ამიტომ დღეს საკუთარი თავი მომწონს, როგორც პიროვნება. ეს თვითრწმენა ჩემი დების დამსახურებაცაა. თუ საკუთარი სხეული არ მომწონს, შინ არ ვიჯდები უსაქმურად და თავს არ შევიცოდებ. მთავარია მოქმედება და არა სიზარმაცე. ქალი ყოველთვის მზად უნდა იყოს აქტიურობისთვის.

- თქვენ საკუთარი ტანსაცმლის ხაზიც გაქვთ...

- ამ სეზონზე ჩვენი, კარდაშიანების კოლექციისთვის ჩვენი საყვარელი ტრენდი - კოპლები გამოვიყენეთ და გაამართლა. ისეთი კარგი რაღაცები გამოვიდა, რომ ზაფხულიდან შემოდგომის კოლექციაზეც გამოჩნდა.

- პირად ცხოვრებაზე რას იტყვით?

- მიუხედავად იმისა, რომ განქორწინება საკმაოდ მძიმე იყო ჩემთვის, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ისევ ვიპოვიდი სიყვარულს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეც მოხდა. ყოველთვის ვიღიმი, როცა კანიე ჩემ გვერდითაა, მასთან ერთად თავს განსაკუთრებულად ვგრძნობ. დროს ერთად ვატარებთ, როგორც მეგობრები და ამაშიც დიდ სარგებელს ვხედავ. როგორც კი ურთიერთობები გაივლის "თაფლობისთვის" ფაზას, მათ შესანარჩუნებლად აუცილებელია ძლიერი მეგობრული ურთიერთობები.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: კიმ კარდაშიანმა მექსიკის სანაპიროზე "მრგვალი ფორმები" გამოამზეურა

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები