ანუკა არეშიძე: "კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი აუცილებლად გაიმართება!"

ანუკა არეშიძე: "კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი აუცილებლად გაიმართება!"

პოლიტიკაში ჩართვის შემ­დეგ კახა კალაძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბ­ილისში დაბრუნდა. ყოფილ ფეხბურთელს და ახლა უკვე პოლიტიკოსს, მეუღლე, დიზაინერი ანუკა არეშიძე ყოველთვის მხარში უდგას. წყვილი ამჯერად სამტრედიაში იმყოფება, სადაც კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიას მართავს, ის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი "ქართული ოცნებიდან".

- ანუკა, მას შემდეგ, რაც კახა პოლიტიკაში ჩაერთო, ხელისუფლებამ თქვენი ოჯახის წინააღმდეგ არაერთ, რბილად რომ ვთქვათ, აკრძალულ მეთოდს მიმართა. როგორ ახერხებ, გაუძლო ამდენ დარტყმას?

- საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ეს არც მიკვირს. თავდაპირველად, ძალიან განვიცდიდი, მწყინდა, რომ ქართველები ცდილობდნენ კახას სახელი ლაფში ამოესვარათ. სამწუხაროდ, ეს დღევანდელი პოლიტიკის ნაწილია და შევეგუე. არ მივეკუთვნები იმ ქალებს, რომლებიც ამის გამო სახეს იხოკავენ, თუმცა მათიც მესმის. ჩვენ მილანში არაფერი გვაკლდა, ძალიან კარგად და ლამაზად ვცხოვრობდით, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება კახამ ქართველი ხალხის და ჩვენი შვილების გამო მიიღო. იმედი მაქვს, რომ ღვთის წყალობით, ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ წარიმართება.

- უნდა გამართულიყო კახას გამოსამშვიდობებელი მატჩი - საქართველო-მილანის ამხანაგური შეხვედრა, თუმცა უარი უთხრეს და მიზეზად სტადიონის დაკავება დაასახელეს...

- ვიცოდი, ასე რომ მოხდებოდა - უარს იტყოდნენ. კახას ბევრ მეგობარს სურს, საქართველოში ჩამოსვლა, ეს მხოლოდ მისი გაცილება არ იქნებოდა. საქართველოს სახელისთვისაც ძალიან კარგი საღამო გაიმართებოდა, მაგრამ... არა უშავს, კახას გამოსამშვიდობებელი მატჩი აუცილებლად გაიმართება!

- სოციალურ ქსელში "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებულმა პირებმა კახა კალაძე "არმანის" სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებული ფოტოების გამო საკმაოდ ირონიულად შეაფასეს, ცუდად მოგიხსენიეს...

- ისინი არიან არარეალიზებული ქალები, რომლებსაც ვიღაცის ცოლები ჰქვიათ! ვფიქრობ, როდესაც მეუღლე მინისტრი გყავს, ასეთი რამ არ უნდა იკადრო, იცინიან ვისზე, კახა კალაძეზე, ვისაც იცნობს და პატივს სცემს მათი სანატრელი ევროპა? ვის ოჯახსაც ყოველ შობას საჩუქრებს უგზავნის ჯორჯო არმანი? ვინც რეალურად გააცნო და შეაყვარა საქართველო იტალიას? თვითონ რა შეუქმნიათ ფასეული? რაც უნდათ, ის თქვან. პირიქით: კარგია, როდესაც ჩვენს ოჯახზე კარგავენ ძვირფას დროს. 23 წლის ვარ და ვცდილობ, ჩემი სიტყვა ვთქვა იმ საქმეში, რასაც ვემსახურები, ამასთანავე, ვიყო კარგი მეუღლე და დედა. ცოტა ხანში გაიმართება ძვირფასი სამკაულების კოლექცია "red carpet by anouk"-ის პრეზენტაცია კიევში და მერე, ალბათ, ყავის ფინჯნით ხელში ჩემზეც დაიწყებენ ბაასს. ამ ადამიანებს მათი წრის გარდა არავინ იცნობს, კახა კალაძის გვარი კი ისტორიაში დარჩება და თაობებს ემახსოვრება. წარმატებას ვუსურვებ მათ და მადლობას ვეტყვი ასეთი პიარისთვის, დროის დათმობისთვის და გულით ვისურვებ, კახას ფოტოები კიდევ დიდხანს არ აეღოთ "ფეისბუქის" გვერდიდან (იცინის).

- თქვენი უფროსი ვაჟის, ლევანიკოს ნათლია არის ბერა ივანიშვილი, ალბათ, ხშირად სტუმრობთ ერთმანეთს, როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ბერა ძალიან ყურადღებიანი ნათლიაა, ბუბუს ძალიან უყვარს - ხვდება, რომ ბერა ძალიან თბილი ადამიანია. როცა სადმე თვალს მოჰკრავს ბერას, გახარებული ყვირის, ბერა დავინახეო. არაჩვეულებრივი დედა და მეუღლეა ქალბატონი ეკა ხვედელიძე, შვილები იმხელა სითბოს გამოხატავენ მშობლების მიმართ, რომ ეს მართლაც საამაყოა. ჩვენ ივანიშვილების ოჯახთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. უშუალო და კარგი ხალხია.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"