ჩინელმა ქურდმა ბრილიანტი გადაყლაპა

ჩინელმა ქურდმა ბრილიანტი გადაყლაპა

შრი-ლანკაში საიუვილერო გამოფენა "Facets Sri Lanka"-ს სტუმარმა ბრილიანტი გადაყლაპა.

32 წლის ჩინელი მამაკაცი საიუვილერო ნაკეთობის მოპარვის მცდელობისთვის დააპატიმრეს. ქურდს ბრილიანტის ადგილზე დასაბრუნელად ქირურგიულ ოპერაციას გაუკეთებენ. ბრილიანტი 1,5 კარატიანია და დაახლოებით 15 000 დოლარი ღირს.

გამოფენის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ჩინელი მამაკაცი ძვირფასეულობის ვიტრინასთან მივიდა და ითხოვა მისთვის ბრილიანტი ეჩვენებინათ.

"მან იგი ხელში აიღო და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ქვას სწავლობდა, შემდეგ უცებ პირში ჩაიდო და გადაყლაპა",- ყვება ვიტრინის მფლობელი.

მფლობელი დაცვას დაუკავშირდა, რის შემდეგაც ჩინელი დააპატიმრეს და პოლიციას გადასცეს.

ბრილიანტის ქურდის დაპატიმრებადამნაშავე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომ მისთვის საფაღარათო მიეცათ და ალმასი ამოეღოთ. მაგრამ ქურდი უიღბლო აღმოჩნდა: დიაგნოსტიკის დროს რენტგენის სურათმა აჩვენა, რომ ალმასი საყლაპავ მილში გაეჭედა.

"ექიმებმა ძვირფასი ქვა ქირურგიული გზით უნდა ამოიღონ",- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა აჯოტ როჰანამ.

მედიკოსები მიიჩნევენ, რომ 32 წლის მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთე ემუქრება, თუ ალმასს არ ამოიღებენ. ბასრ კიდეებიანმა ქვამ, შესაძლოა, მისი საყლაპავი მილის კედლები დააზიანოს.

ამასთან, ალმასის ქურდი დაზარალებულ კომპანიას ძვირფასეულობის შეძენის გაფორმებას სთავაზობს. მაგრამ ისინი ქურდის გასამართლებას ითხოვენ.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს