რიანა მოძალადე საყვარელს შეურიგდა

რიანა მოძალადე საყვარელს შეურიგდა

გუშინ MTV VMA-ს კონცერტზე, რიანამ ყოფილ საყვარელს, კრის ბრაუნს მაყურებლის თვალწინ აკოცა. ამ ფაქტმა წყვილის გარშემო გავრცელებული ჭორები დაადასტურა.

საქმე ის არის, რომ რიანასა და კრისს, რომლებიც სკანდალურად დაშორდნენ, (რეპერმა რიანა სცემა) ფარულ რომანში სდებენ ბრალს, რომლის ინიციატორიც ბარბადოსელი მომღერალი იყო.

ფოტო კი რომელიც ინტერნეტში MTV-ს დაჯილდოების შემდეგ გავრცელდა, ამტკიცებს, რომ რიანა დღემდე არ არის გულგრილი მოძალადე საყვარლისადმი.

კონცერტზე რიანა თავად მივიდა კრისთან და აკოცა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მომღერალმა, ჟურნალისტ ოპრა უინფრისთან საუბრისას განაცხადა, რომ კრისს ფიზიკური შეურაცხყოფა აპატია. რიანამ ისიც თქვა, რომ ყოფილი საყვარელი ენატრება და იმ სკანდალურ შემთხვევას მას არ აბრალებს.

"ეს მისი ბრალი არ იყო. კრისს დახმარება სჭირდებოდა და ეს იმიტომ გააკეთა. მე მას მაშინვე ვაპატიე", - განაცხადა თვალცრემლიანმა რიანამ ოპრასთან.

23 წლის კრის ბრაუნს რიანაზე თავდასხმისთვის სასამართლომ მომღერალთან მიაუხლოება აუკრძალა და 5 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: რიანა მოძალადე ექს-ბოიფრენდს მისტირის და აღიარებს, რომ ისევ უყვარს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება