მიხეილ სააკაშვილი - "მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსთქვამენ ტერორისტების ბედის გამო - თქვენ ვერასოდეს გაიმარჯვებთ"

მიხეილ სააკაშვილი - "მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსთქვამენ ტერორისტების ბედის გამო - თქვენ ვერასოდეს გაიმარჯვებთ"

რამდენიმე დღის წინ, როგორც 90-იან წლებში, დაგვიპირეს ისევ პანკისობა და ლეკიანობა და თქვენ ნახეთ ქართული სახელმწიფოს პასუხი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თელავში, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მე მინდა ვუთხრა ყველას, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ვისაც სინანული არ გამოუთქვამთ ჩვენი ბიჭების დაღუპვის გამო, რომლებიც კახეთსა და საქართველოს იცავენ და დღემდე მოსთქვამენ ტერორისტების ბედის გამო - თქვენ ვერასოდეს გაიმარჯვებთ საქართველოში, იმიტომ რომ თქვენ არ გიყვართ საქართველო", - დასძინა პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, თელავი განსაკუთრებულია თავისი აღმშენებლობით და ვისაც სურს, საქართველო უკან მოაბრუნოს, არაფერი გამოუვა.

"რაღაც ძალიან ბევრია დასანგრევი შენობები. არც ერთი ბულდოზერი არ ეყოფა ამის ნგრევას. ასე რომ, მნგრეველების, მღრნელების, ქურდების დრო საქართველოში არასოდეს არ დადგება", - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტმა ივლისში კახეთში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა კახეთს გაუჭირდა, მთელი საქართველო ფეხზე დადგა.

 

"თელავში იყვნენ ბრიგადები სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან, ქართლიდან, თბილისიდან. ერთი დღე არ მოგშორებიან და ეს არის ერთიანი საქართველო. აქ იყო ჩვენი ჯარი, რომელიც წმინდავდა, ასუფთავებდა თქვენს ქუჩებს", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა უფრო ძველი დროც გაიხსენა და დასძინა, რომ მაღალჩინოსნები კახეთში საქეიფოდ ჩადიოდნენ და მას როგორც "მეწველ ძროხას" ისე უყურებდნენ.

 

"ჩემთვის კახეთი საქეიფო ადგილი არ არის. ეს არის ჩემი საყვარელი საქართველოს გული, სული, მთავარი ღერძი ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ამ აღმშენებლობას რასაც ხედავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია", - დასძინა პრეზიდენტმა.

 

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა