ზურაბ ჯაფარიძე - რუსეთში აქტივების გასხვისება კრემლის გავლენისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს

ზურაბ ჯაფარიძე - რუსეთში აქტივების გასხვისება კრემლის გავლენისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს

რუსეთში აქტივების გასხვისება კრემლის გავლენისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძე 8 სექტემბერს, ბრიტანულ გამოცემა "ინდიფენდენტში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომლის სათაურია" "ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი ქართული ოცნებით".

ჯაფარიძის თქმით, ამ სტატიაში ივანიშვილი აცხადებს: "პუტინს რომ გაეგო სააკაშვილს ვხვდებოდი, ჩემი ბიზნესი რუსეთში მეორე დღესვე დამთავრდებოდა".

"ამ განცხადების შემდეგ ქართული საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, ვისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და იმყოფება ივანიშვილი, თუნდაც ისეთი მარტივი გადაწყვეტილების მიღებისას, როგორიც არის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი განცხადება აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით კრემლის გავლენისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს და ეს არის საქართველოს მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრის კიდევ ერთი მცდელობა.

"კრემლის თანხმობის გარეშე რუსეთში მრავალმილიონიანი ქონების გასხვისება შეუძლებელია. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილის აქტივები გადაფორმდა პუტინთან დაახლოებული ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე, როგორებიც არიან ბორის პასტუხოვი, ვიქტორ ლუკიანოვი, ანატოლი მოტილევი, სერგეი მატვიენკო, აღარ რჩება ეჭვი, თუ ვის მიერ კოორდინირებული თამაშის ნაწილია ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება საქართველოში - ეს არის კრემლი", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა