ახმედ უმაროვი - მოჯაჰედების სიკვდილზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს არ ეკისრება

 ახმედ უმაროვი - მოჯაჰედების სიკვდილზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს არ ეკისრება

ლოპოტას ხეობაში, ჩეჩენი მოჯაჰედების სიკვდილზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს არ ეკისრება, - ამის შესახებ "ეხო კავკაზასთან" ინტერვიუში თბილისში მყოფმა დოკუ უმაროვის ძმამ, ახმედ უმაროვმა განაცხადა.

თუმცა, "ეხო კავკაზას" ცნობით, ჩრდილოკავკასიური იატაკქვეშეთის ლიდერის ძმა ლოპოტას ხეობაში მომხდარის განმარტებაზე უარს აცხადებს. მისივე თქმით, ჯერ დეტალების გამხელის დრო კიდევ არ დამდგარა.

ამასთან, როგორც "ეხო კავკაზა" წერს, თბილისში მყოფი ახმედ უმაროვი "ეხო კავკაზას" თავად დაუკავშირდა.

ლოპოტას ხეობაში 29 აგვისტოს დაწყებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა 11 დივერსანტი. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა - 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი.

დანარჩენი 5 პირი კი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან. მათგან ერთ-ერთი - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.

დანარჩენი იდენტიფიცირებულები კი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - 1968 წელს, ჩეჩნეთში დაბადებული დუკვახა დოშუევი, ასევე ჩეჩნეთში, 1991 წელს დაბადებული სალამ ზაურბეკოვი, ინგუშეთში 1989 წელს დაბადებული ხაშიევ ჯაბრაილი და გროზნოში 1981 წელს დაბადებული მუსა ადუევი.

რამდენიმე დღის წინ კი, ლოპოტას ხეობაში შეირაღებული ჯგუფის წევრი ახმედ ჩატაევი დააკავეს.

ამასთან, ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდინ ქავთარაშვილი და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა