ამერიკელმა რენუარი 7 დოლარად შეიძინა

ამერიკელმა რენუარი 7 დოლარად შეიძინა

ამერიკის შტატ ვირჯინიის მაცხოვრებელმა ნახევარი წლის წინ ცნობილი მხატვრის, პიერ-ოგუსტ რენუარის ნახატი, მეორადი ნივთების ბაზრობაზე თოჯინასთან და პლასტმასის ძროხასთან კომპლექტში 7 დოლარად შეიძინა.

ქალის თქმით, მას ყველაზე მეტად ნახატის ჩარჩო მოეწონა, ხოლო სურათის უკან დაბრუნებას აპირებდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ნივთები მას არ სჭირდებოდა და ნახატი შემფასებელთან მიიტანა.

აუქციონის სახლ Potomack Company-ში, სადაც ქალმა ტილო მიიტანა, უთხრეს რომ მან რანუარის 1879 წელს დახატული ტილო "პეიზაჟი სენას ნაპირზე" შეიძინა. ამჟამად, ნახატი გასაყიდადაა გამოტანილი. ქალი მისი გაყიდვით დაახლოებით 100 000 დოლარის მიღებას გეგმავს.

ტილო "პეიზაჟი სენას ნაპირზე", სავადაუდოდ, აშშ-ში 1926 წელს, რენუარის ნახატების კოლექციონერ ჰერბერტ მაემთან ერთად მოხვდა. როგორ აღმოჩნდა ნახატი ბაზრობაზე, უცნობია.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს