მაილი საირუსმა მამაკაცი სცემა

მაილი საირუსმა მამაკაცი სცემა

ცნობილმა მსახიობმა და მომღერალმა მაილი საირუსმა შაბათ-კვირა გართობასა და განტვირთვას დაუთმო. ახალგაზრდა ვარსკვლავი ღამის კლუბში 82 წლის სტრიპტიზის მოცეკვავის სანახავად წავიდა.

მოგვიანებით მაილიმ კლუბში მამაკაციც ცემა. როგორც წყარო იუწყება, მაილი და მისი საქმრო, ლიამ ჰემსვორტი, ერთ-ერთ მაგიდასთან სვამდნენ, როდესაც მათ მაგიდას შემთხვევით დაეჯახა კლუბის კიდევ ერთი სტუმარი. მამაკაცებს შორის შელაპარაკება მოხდა. მათი გაშველების მიზნით, მაილი მოჩხუბრებს შორის ჩადგა და უცხო მამაკაცს სახეში ხელი ჩაარტყა. ამის შესახებ დაზარალებულმა თავად განუცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციას.

როგორც უცხოურ ტაბლოიდებში წერენ, მაილი საირუსი, შესაძლოა, მისი კოლეგის, ლინდსი ლოჰანის კვალს გაჰყვეს, რადგან ის სულ უფრო ხშირად ხვდება პრესის ყურადღების ცენტრში.

მაილი საირუსი კლუბში 82 წლის სტრიპტიზორის სანახავად მივიდა

მაილი საირუსი კლუბში 82 წლის სტრიპტიზორის სანახავად მივიდა

მომზადებულია tmz.com-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: მაილი საირუსის ფოტოსესია Marie Claire-ისთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება