ზალიკო ბერგერი მდიდარ ცოლს ეძებს?!.

ზალიკო ბერგერი მდიდარ ცოლს ეძებს?!.

შოუბიზნესის კოლორიტი, კაცი-დიზაინერი, კაცი-ხუმარა და უბრალოდ, ზალიკო ბერგერი თავისი პირადი ცხოვრების შესახებაც ისევე თავისუფლად ხუმრობს, როგორც ბევრ სხვა თემაზე. ამას წინათ "ფეისბუქზე" მისმა ერთმა სტატუსმა მიიპყრო "რეიტინგის" ყოვლისმნახველი თვალი: "ვეძებ მდიდარ ცოლს, თანაც ძალიან მდიდარს..." - წერდა დიზაინერი საკუთარ გვერდზე. მისი ეს სტატუსი 71-მა ადამიანმა მოიწონა, თანაც ბევრი მათ შორის მამაკაცი გახლდათ. ერთმა გოგონამ ისიც კი დაწერა, აქ ვარო და ზალიკომ, პირად კონტაქტზე გამოდიო, მიუთითა. დიდი ხნის მეგობარმა ნინო ორდენიძემ კი ზალიკოს ძველი ამბები გაახსენა - ვინც გაჩვენე, არავინ მოგეწონა და ბევრი ვარიანტი გაქვს "გამაზულიო".

აქამდე ვიცოდი, რომ თბილისელი გოგონები ეძებდნენ მდიდარ საქმროებს, ახლა კი უკვე მამაკაცებსაც იგივე მოთხოვნა ხომ არ გაუჩნდათ?.. ეს შეკითხვა უპასუხოდ რომ არ დამეტოვებინა, გადავწყვიტე, ზალიკოს შევხმიანებოდი.

- ზალიკო, გავიგე, მდიდარ ცოლს ეძებ...

- (იცინის) ამას იწერ? ჩემი სტატუსი ხუმრობა იყო. მდიდარ ცოლს მართლა ხომ არ ვეძებ "ფეისბუქზე"?! რამდენიმემ ისიც კი დამიწერა ამ სტატუსზე, ძალიან ეძებ თუ ძალიან მდიდარსო (იღიმება).

- რატომ გამოაქვეყნე ეს სტატუსი?

- ინტრიგის ჩაგდების მიზნით. "ფეისბუქზე" ყველა წერს, ყველა სტატუსს დებს, გავედი, ვჭამე, მოვედი და მეც მომინდა რაიმეს დაწერა. ისიც კი ვიფიქრე, ახლა დავწერ, სტატუსის დადება მინდა და ვერ მოვიფიქრე, რა დავწერო-მეთქი. ბოლოს კი ის მოვიფიქრე, რაც შენც ნახე.

- ისე, არ დადგა შენი ცოლის შერთვის დრო?

- ამასობაში მართლაც ვეძებ. არა მხოლოდ მდიდარი ოჯახისშვილს, არამედ განათლებულს, ჭკვიანს, სტუდენტს? არა, სტუდენტს არა, ჯობია, დასაქმებული იყოს (იცინის).

- ე.ი. მთლად ტყუილიც არ ყოფილა ეგ ამბავი.

- კიდევ ერთი კრიტერიუმი მაქვს, ლამაზიც უნდა იყოს.

- ამბობენ, ზალიკო სხვებს ურ­იგებს ლამაზ გოგონებსო და შენთვის მოძებნა რატომ გაგიჭირდა?

- (იცინის) ეტყობა, ჩემთვის ცხო­ვრების მეორე ნახევრის მოძებნა ძნე­ლი გახდა... მაგრამ ვინც ეძებს, ის პო­ულობს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება