ჯენიფერ ენისტონი: "ჯასტინ ტერუ სერიულ მკვლელს ჰგავდა"

ჯენიფერ ენისტონი: "ჯასტინ ტერუ სერიულ მკვლელს ჰგავდა"

მსხვერპლის იმიჯი ჯენიფერ ენისტონს, როგორ ჩანს, სიკვდილამდე გაჰყვება. თუმცა ახლა უიღბლო მსახიობს აქვს იმის შანსი, რომ მისი ცხოვრების "საპნის ოპერას", რომელიც უკვე 7 სეზონია გრძელდება (დაიწყო 2005 წელს, მისი და ბრედ პიტის განქორწინებით), წერტილი დაუსვას. გამოუვა კი მას ოჯახის აწყობა? მისი და ანჯელინა ჯოლის წინააღმდეგობა ხომ ყველაზე დაძაბულ ფაზაშია: რომელი მივა პირველი საკურთხეველთან?

ჯენიფერისთვის ანჯელინა ჯოლიზე გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, - მანაც, ჯოლის მსგავსად, საკუთარი საქმრო საყვარელს დააშორა.

"თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ჯასტინი სერიულ მკვლელს ჰგავდა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ის მთელს დედამიწაზე საუკეთესო ადამიანია", - ასე იხსენებს მომავალ მეუღლესთან პირველ შეხვედრას ჯენიფერი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მსახიობი რომანს გადასაღებ მოედანზე აბამს. სწორედ საერთო ფილმის, Wanderlust-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო მსახიობმა მისი საქმრო, მსახიობი და სცენარისტი ჯასტინ ტერუ.

ჯასტინ ტერუ ჰოლივუდში ახალი სახეა და, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ უმნიშვნელო ფიგურაა ჰოლივუდში, თუმცა საკმაოდ საინტერესო. მთელი მისი ოჯახი  - ცნობილი ჟურნალისტები და მწერლები არიან, ხოლო ჯასტინის მამა კორპორატიული ადვოკატია.

თავად ჯასტინმა დანაკარგების გარეშე შეძლო თინეიჯერული ბუნტისთავობის პერიოდის გადალახვა და პრესტიჟული კერძო სკოლა უმაღლესი შეფასებებით, ორი სპეციალობით (გამომსახველობითი ხელოვნება და დრამა) დაამთავრა.

აქვე მან შეისწავლა ჩინური ენა, რის შემდეგაც ის ნიუ-იორკის ღამის ცხოვრებამ ჩაითრია. ჯასტინი სხვადასხვა კლუბებსა და არტ-კაფეებშე კითხულობდა ლექსებს და სხვადასხვა პერფორმანსებს დგამდა.

ჯასტინი ფულს თითქმის არ შოულობდა. იმისათვის, რომ ბინის ქირა ეხადა, მოდელად მუშაობდა. იშვიათად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ფილმებში და ეპიზოდურ როლებს ასრულებდა. მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი სერიალ "სექსი დიდ ქალაქში" რამდენიმე ეპიზოდით შემოიფარგლა, სადაც ჯასტინი სექსუალური პრობლემების მქონე მწერლის როლს ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე მან უარი განაცხადა სერიალ "მეგობრებში" მონაწილეობაზე, რომელმაც მის მომავალ მეუღლეს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. მაშინ ჯასტინი ფიქრობდა, რომ ვერანაირი ფული ქვეყანაზე ვერ აიძულებდა, რომ მისი ცხოვრება გადასაღები მოედნის მკაცრ რეჟიმს დაემორჩილებინა. ამის ნაცვლად, ის ბაიკერების გაერთიანებაში გაწევრიანდა, რომელსაც "მოკვდი ჩქარა" ერქვა.

ჯასტინს წამრატებისკენ გზა ბენ სტილერის ფილმ "დუპლექსის" შემდეგ გაეხსნა. სტილერი და ტერუ დამეგობრდნენ. ბენმა ტერუს სცენარის თანაავტორობა შესთავაზა და მისი ფილმის აღმასრულებელ პროდუსერად დანიშნა. სწორედ ამ პერიოდში გააცნო ერთმანეთი ბენმა ჯასტინსა და ჯენიფერს.

ჯენიფერს ჯასტინი მაშინვე მოეწონა. ჯასტინი და ჯენიფერი Wanderlust-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. როგორც ჯენიფერმა განაცხადა, მაშინ წყვილს მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.

ამასთან, გადაღებების დაწყებამდე ჯენი ახალი დაშორებული იყო ბოლო საყვარელთან, მუსიკოს ჯონ მაიერთან. ჯონმა ენისტონი მიატოვა.

ტერუ კი პირიქით, მაშინ დაკავებული იყო. მსახიობს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა ჰქონდა ნიუ-იორკელ სტილისტთან, ჰაიდი ბივენსთან.

ჯასტინმა და ჯენიფერმა ძაღლი, სახელად სოფი შეიძინეს, ზაფხულში კი პარიზში რომანტიკული შვებულება მოიწყვეს. 10 აგვისტოს კი, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში, ტერუს თქმით, მან დაბადების დღეზე ყველაზე კარგი საჩუქარი მიიღო - ჯენიფერი მას ცოლობაზე დასთანხმდა.

თავად ჯენიფერმა რესტორნიდანვე დაურეკა ყველა თავის მეგობარს და ახალი ამბავის შესახებ ამცნო. წყვილის ნიშნობა მაშინვე გახდა სატელევიზიო გადაცემების და პრესის მთავარი თემა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ წყვილი დიდი ხნით ადრე, მალულად დაინიშნა. ამის შესახებ ჯენიფერის მამამ, ცნობილმა მსახიობმა ჯონ ენისტონმა განაცხადა.

ჯასტინის გადაწყვეტილებამ მისი მეგობრებიც გააოცა, რომლებსაც ეგონათ, რომ ტერუ არასოდეს იქორწინებდა.

და ბოლოს - ენისტონი გამალებით ელოდებოდა შესაფერის მომენტს, რათა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქორწინების შესახებ გავრცელებული ხმები დაეჩრდილა.

თუმცა, წყვილის სიყვარულის ისტორია არც ასეთი იდეალურია. გაზაფხულზე ჯენიმ ჯასტინი მის ყოფილთან ერთად დაინახა. რა თქმა უნდა, ამან მსახიობი წყობიდან გამოიყვანა და მან ტერუს მოსთხოვა, რომ მალე გაეწყვიტა ურთიერთობა ჰაიდისთან. გაზაფხულის მიწურულს საქმე ულტიმატუმამდეც კი მივიდა.

წყვილი ხშირად კამათობს. ისინი ვერ წყვეტენ, სად უნდა გაიმართოს ქორწილი. ენისტონს არ სურს მალიბუზე დაქორწინება, ასობით სტუმარი, რომლებიც ვერტმფრენებით მოფრინდებიან. მსახიობს არ უნდა ყველა მხრიდან ჩასაფრებულ პაპარაცებს თეთრ კაბაში გამოწყობილი ემალებოდეს. სწორედ ასეთი იყო 2000 წელს მისი და პიტის ქორწილი. გარდა ამისა, მან არ იცის მისი ყოფილი მეუღლის ქორწილის გეგმები, რაც კიდევ უფრო ართულებს ყველაფერს.

ყველაზე კარგ იდეად მსახიობს მის საყვარელ კუნძულზე კაბო-სან-ლუკასზე დაქორწინება მიაჩნია. თუმცა ჯასტინს ეს იდეა არ მოსწონს. ის ნიუ-იორკის კლასიკური მკვიდრია და სურს, რომ ქორწილი სწორედ ხმაურიან ქალაქში, უამრავი სტუმრით გარშემორტყმულმა გადაიხადოს.

ჯენიფერმა ერთხელ სცადა დათმობაზე წასვლა და ტერუსთან ერთად ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადმოსვლა, თუმცა მაშინვე გადაიფიქრა. მსახიობს არ უყვარს ხმაურიანი ქუჩები და მტვერი. ჯენიფერმა საკუთარი აპარტამენტები 38 მლნ დოლარად გაყიდა და ჰოლივუდის მთებში, შედარებით მოკრძალებულ სახლში გადავიდა.

ჯენიფერს არ უყვარს ნიუ-იორკი მისი წესების გამოც. ამ ქალაქში ვარსკლავებს არ სცემენ ისეთ პატივს, როგორც ლოს-ანჯელესში. ნიუ-იორკში მათ იშვიათად ცნობენ და აქ არ მოქმედებს მათი ავტორიტეტი, რაც ვარსკვლავს აშინებს.

კიდევ ერთი პრობლემა სტუმართა სიაა.

ამბობენ, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც ენსიტონს ნიშნობა მიულოცა, მისი ყოფილი მეუღლე, ბრედ პიტი იყო. წყვილის ახლო მეგობრის თქმით, ბრედმა ჯენიფერს დაურეკა და ეხუმრა კიდეც, დაპატიჟებდა თუ არა ბრედსა და ჯოლის ქორწილში.

ჯენის დედა, ნენსი, რომელსაც მსახიობი 11 წელი არ ელაპარაკებოდა აცხადებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მსახიობი ასე ჩქარობს დაქორწინებას, ის არის, რომ ენისტონი ორსულადაა.

აღსანიშნავია, რომ ჯენიფერი და დედამისი სწორედ ჯასტინმა შეარიგა. მსახიობი და სცენარისტი ხშირად ურეკავს ნენსის. მან ენისტონს სთხოვა, რომ დედა ქორწილშიც დაეპატიჟა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება