"კოსტა კონკორდია" ტურისტების ატრაქციონად იქცა

"კოსტა კონკორდია" ტურისტების ატრაქციონად იქცა

იტალიური საკრუიზო ლაინერი "კოსტა კონკორდია" (Costa Concordia), რომელმაც ხმელთაშუა ზღვაში, 13 იანვრის ღამეს, იტალიის დასავლეთ სანაპიროსთან კატასტროფა განიცადა ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო გასართობად იქცა. ათასობით ადამიანი რიგში დგას, რათა ბორანის საშუალებით ჩაძირულ გემთან ახლოს მივიდეს და დაათვალიეროს.

ლაინერის კატასტროფის დღიდან ტერიტორიას ტურისტები არ აკლდება. სანტო სტეფანოს კუნძულზე ტურ-ოპერატორები ბილეთებს 10 ევროდ ყიდიან და მსურველებს შანსს აძლევენ, ბორანის საშუალებით გემთან ახლოს ჩაიარონ.

"ტურისტების რიცხვი გაიზრდება. უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანი მეჩეჩზე შემჯდარ უზარმაზარ გემს ფოტოებს უღებს და მისი მდგომარეობით ინტერესდება", - ამბობს კუნძულ ჯილიოს მერი სერჯიო ორტელი.

"კოსტა კონკორდია" ტირენიის ზღვაში კლდეს შეეჯახა. შეჯახებისას ლაინერის კორპუსის ქიმზე დიდი ღრმული გაჩნდა და წყალმა სწრაფად დატბორა სამანქანო განყოფილება, რის გამოც ელექტრო სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. წყალმა ლაინერი გვერდზე გადახარა და დინებამ ის ჯილიოს კუნძულზე წაიღო, სადაც მარჯვენა ქიმით მეჩეჩზეა დაწოლილი. საკრუიზო ლაინერის კატასრტოფას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს