გვინეტ პელტროუს დაბერება მოსწონს

გვინეტ პელტროუს დაბერება მოსწონს

მომავალ თვეში ოსკაროსან მსახიობს 40 წელი უსრულდება. როგორც ჩანს, ეს ასაკი მას არანაირად არ აღელვებს. ის თავს ძალიან თავდაჯერებულად გრძნობს. ცხრა წლის წინ გაჰყვა ცოლად ცნობილ მუსიკოსს, ჯგუფ Coldplay-ს სოლისტ კრის მარტინს. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ქალიშვილი ეპლი და ვაჟი მოზესი.

გვინეტი, რომლის ნათლიაც, სხვათა შორის, სტივენ სპილბერგი ყოფილა, ოჯახის მოვლის პარალელურად კინოშიც აქტიურად მოღვაწეობს. მის ახალ ფილმებს შორის არის "შურისმაძიებლები", რომელშიც რობერტ დაუნი-უმცროსს გაუწია პარტნიორობა, ასევე "მადლობა გაცვლისთვის" და "რკინის კაცი-3".

ოსკაროსანი მსახიობის რამდენიმე ცნობილ გამონათქვამსაც გადავხედოთ:

როდესაც ცხოვრებისეული გზის ნახევარი გაქვს გავლილი, ავტომატურად ჩნდება შეკითხვები, მაგრამ ეს არ ეხება სიბერესა და პატივმოყვარეობას. ალბათ უფრო ის, თუ რას მივაღწიე, რის მიღწევა მსურს სიცოცხლის ბოლომდე და რა მიმართულებით გავაგრძელო სვლა. მაგრამ მე მომწონს ასაკის მატება და დაბერებაც.

სასიამოვნოა საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრება და მოდუნებაც კი. მართლა მიმაჩნია, რომ ახლა უკეთ გამოვიყურები, ვიდრე 24 წლის ასაკში. ასე რომ, ამ ასაკში თავს სავსებით კომფორტულად ვგრძნობ.

არ მგონია, კიდევ გავაჩინო შვილი. სურვილი კი მაქვს, მაგრამ არ ვარ მზად, ისევ ბავშვის საფენებს დავუბრუნდე. შეიძლება, მოზესი რომ 3-4 წლის იყო, გამებედა, მაგრამ ახლა, როცა ის 6 წლისაა, დიდი ბიჭია, ვგრძნობ, რომ უკვე გამოვედი ჩვილობის ფაზიდან.

ბავშვობაში ვერ ვიტანდი საკუთარ სახელს, ის ძალიან ამპარტავნული მეჩვენებოდა.

არასდროს მნდომებია ვარსკვლავობა. რაც მინდოდა, იყო მხოლოდ მსახიობობა.

არასდროს ვბრწყინავდი სკოლის თეატრში. მშობლები საერთოდაც არ მრთავდნენ თამაშის ნებას მანამდე, სანამ კოლეჯი არ დავამთავრე.

ცხოვრება მეტისმეტად მოკლე და დაუფასებელია. ასე რომ, სიამოვნება უნდა მიიღო ყველაფრით, რაშიც თუნდაც ერთ წვეთ შთაგონებას გრძნობ.

ნამდვილად ცუდად გაქვს საქმე, თუ საკუთარ თავს ეუბნები: "ამას ვაკეთებ ფულისთვის, ამას კი - სიამოვნებისთვის".

რაც უფრო მარტივია შენი ცხოვრება, მით უფრო მეტ ბედნიერებას იღებ მისგან.

ახლობელი ადამიანის სიკვდილს შეუძლია უფრო ძლიერად შეგცვალოს, ვიდრე დანარჩენ რამეებს, ერთად აღებულს. ჩემი ცხოვრება შეიძლება დავიყვანო სამ მოვლენამდე: მამის გარდაცვალება, მომავალ ქმართან ნაცნობობა და პირველი ბავშვის დაბადება.

სანამ ბავშვები არ გყავს, შვილიან მსახიობებს უყურებ და ფიქრობ: "ღმერთო, ალბათ ისინი კვირაობით ვერ ხედავენ თავიანთ შვილებს. ალბათ არც კი იციან, დადიან თუ არა მათი შვილები სკოლაში". მერე კი გიჩნდება საკუთარი შვილები და ხვდები, რომ ასე ნამდვილად არ არის. ბავშვები არასდროს დაგრთავენ ნებას, მეტისმეტად შორს წახვიდე.

მოვკვდები, მაგრამ არასდროს მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას, ჩემს შვილებს პაკეტების სუპები ვაჭამო.

არც ერთი მავნე ჩვევა აღარ დამრჩა, რომლის მოშორებაც დამჭირდებოდა.

ვერ ვიტან ბოროტ ადამიანებს. ვიღაცები ჩემზე სხვადასხვა ბლოგზე ათასგვარ საშინელებას წერენ. ძალიან მტკენენ გულს და თუ მართალი გინდათ, ვერც ვხვდები, რატომ ვერ მიტანენ ადამიანები ასე ძალიან, რატომ სძულთ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. მე ხომ კარგი ადამიანი ვარ და მინდა, რომ სამყარო ჩემ გარშემო კარგი იყოს.

მე არ ვარ მათ შორის, ვინც ღობეზე გადაძვრება, მირჩევნია, ჭიშკარი მოვძებნო.

ყოველთვის ვამბობ, რასაც ვფი­ქრობ, ხოლო როცა ვიტყვი, ვიცავ ჩემს ნათქვამს.

ერთ დროს ძალიან მიმნდობი ვიყავი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მიამიტობა შორს ვერ წაგიყვანს.

ჩვენ რომ ძველ რომში ან ძველ საბერძნეთში ვცხოვრობდეთ, მე ავადმყოფად ან ულამაზოდ ჩამთვლიდნენ. დრო გვკარნახობს სტანდარტებს. მაგალითად, ახლა რაღაც უცნაური მიზეზის გამო ჯობია გამხდარი იყო, მაგრამ ეს სულელური მიზეზი მგონია. ვერ ვხვდები, ვინ გადაწყვიტა უცებ, რომ გამხდრები უფრო მომხიბვლელები არიან, ვიდრე კარგად ნაკვები ადამიანები. ეს რაღაც შემთხვევითობას ჰგავს.

ძალიან მაგარი ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ. მე ის ვარ, ვინც ვარ. სულაც ვერ ვხედავ საჭიროებას, თავი მოვაჩვენო ხალხს ისეთად, ვინც წელიწადში 25 ათას დოლარს შოულობს.

უნდა გახსოვდეს, რომ ის რაღაცები, რასაც ბევრი ფული მოაქვს შენთვის, ადრე თუ გვიან გიღალატებენ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ელეგანტური გვინეტ პელტროუ ახალგაზრდული კოლექციის ფოტოსესიაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება