გვინეტ პელტროუ წლის ყველაზე გემოვნებიანი ქალია

გვინეტ პელტროუ წლის ყველაზე გემოვნებიანი ქალია

გავლენიანმა გამოცემა People-მა 2012 წლის ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ ვარსკვლავთა სია გამოაქვეყნა. ცნობილი ადამიანების გემოვნებისა და სტილის შეგრძნება 10 ბალიანი სისტემით შეფასდა. სულ სიაში 42 ადამიანი მოხვდა - მათ შორის მსახიობები, მოდის ჟურნალების რედაქტორები, მომღერლები, ბლოგერები და სხვა ცნობილი ადამიანები არიან.

ქალების სიის სათავეში 39 წლის მსახიობი და მუსიკალური ჯგუფის Coldplay-ის სოლისტის, კრის მარტინის მეუღლე, გვინეტ პელტროუა. სწორედ მას ერგო 2012 წლის ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ვარსკვლავის ტიტული.

"მან უბრალოდ იცის, რომ ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს. სწორედ ესაა მისი უნიკალური გემოვნების საიდუმლო", - განაცხადა პელტროუს სტილისტმა ელიზაბეტ ზალცმანმა.

ქეით მიდლტონი 2012 წლის ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან პერსონად დაასახელესმეორე ადგილი კემბრიჯის ჰერცოგინიამ და ბრიტანეთის პრინცის, უილიამის მეუღლემ, ქეით მიდლტონმა დაიკავა. ის კლასიკური სტილის მარგალიტად აღიარეს.

საპატიო მესამე ადგილზე ახალგაზრდა მსახიობი ემა სთოუნი გავიდა. მის შემდეგ კი სიაში სომხური წარმოშობის ამერიკელი რეალითი შოუს ვარსკვლავები, დები კარდაშიანები მოდიან.

მეხუთე ადგილი Vicroria’s Secret-ის მოდელმა და მსახიობ ორლანდო ბლუმის მეუღლემ, მირანდა კერიმ დაიკავა.

მირანდა კერი 2012 წლის ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან პერსონად დაასახელეს"მირანდას უყვარს მოდა. არაერთხელ გაგვაოცა წითელ ხალიჩაზე უზადო ჩაცმულობით. მას ყოველთვის სიტუაციასთან შესაბამისად აცვია", - განაცხადა მოდის ცნობილმა კრიტიკოსმა, ჰილარი კერმა.

საუკეთესოდ ჩაცმულ ქალთა სიაში ასევე მოხვდნენ რიზ უიზერსპუნი, რიანა, ჯესიკა ალბა, დიანა კრუგერი და ჯენიფერ ლოურენსი.

ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ მამაკაცების რეიტინგში კი ნედრიუ გარფილდი, ბრედ პიტი, კოლინ ფერტი, რობერტ პატინსონი, კრის ჰემსვორტი, ლიამ ჰემსვორტი და ჯეიზი ლიდერობენ.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება