გვატემალაში ვულკანი ამოიფრქვა

გვატემალაში ვულკანი ამოიფრქვა

გვატემალაში ვულკანი ფუეგო (Fuego) ამოიფრქვა. ოფიციალური ინფორმაციით, ევაკუირებულია 35 000 მაცხოვრებელი.

როგორც CNN-თან საუბარში თვითმხილველები აცხადებენ, მოსახლეობა კერძო მანქანებითა და ავტობუსებით სახიფათო ზონიდან უკვე გაიყვანეს. ადამიანებს სასუნთქი გზების პრობლემა შეექმნათ და ადგილობრივ საავადმყოფოებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. როგორც ”წითელი ჯვრის” წარმომადგენელი ვინისიო სარაზუნა აცხადებს, რამდენიმე მოსახლემ საკუთარი სახლების მიტოვებაზე უარი განაცხადა.

ფუეგო გვატემალაში ყველაზე აქტიური ვულკანია. ის ქალაქ ანტიგუა-გვატემალადან 16 კილომეტრში მდებარეობს.

მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა