მამაკაცმა საყვარელ ქალს გიტარის ფორმის ტყე მიუძღვნა

მამაკაცმა საყვარელ ქალს გიტარის ფორმის ტყე მიუძღვნა

არგენტინულ პამპასებს შორის, შესაძლოა, უცნაურ "ტყის კუნძულს" გადააწყდეთ, რომლის ტერიტორიაზე ხეები ისეა დარგული, რომ მას ზემოდან აკუსტიკური გიტარის ფორმა აქვს.

ეს ტყე პედრო ურეტოის გაშენებულია და მის მეუღლეს, გრასიელას ეძღვნება, რომელიც 1977 წელს გარდაიცვალა. ეს იდეა გრასიელას გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, პამპასების თავზე გადაფრენისას დაებადა. მისი განხორციელება ვერც გრასიელამ და ვერც მისმა მეუღლემ, მოუცლელობის გამო ვერ შეძლეს.

ერთი წლის შემდეგ პედროს მეუღლე ტვინის ანევრიზმით გარდაიცვალა. მისმა ქვრივმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, საყვარელი ქალის უკანასკნელი ოცნება აესრულებინა.

მან 1 კილომეტრის სიგრძეზე ევკალიპტები და კვიპაროსები ისე დარგო, რომ მათ გიტარის ფორმა მიეღოთ.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ეს ულამაზესი ტყე მის შემქნელს ზემოდან არასდროს უნახავს, ვინაიდან მას ფრენის და სიმაღლის ეშინია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მეუღლე საყვარელ ქალს მთელს ტყეს უძღვნის. ბრიტანელმა უინსტონ ჰუევზმა თავის გარდაცვლილ მეუღლეს ტყე გაუშენა, რომლის შუაში გულის ფორმის სივრცეა დატოვებული.

მამაკაცმა გარდაცვლილ მეუღლეს გიტარის ფორმის ტყე მიუძღვნა

მამაკაცმა გარდაცვლილ მეუღლეს გიტარის ფორმის ტყე მიუძღვნა

ასევე იხილეთ: მთელი ტყე და გული საყვარელი ქალისთვის

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს