უჩა კან­დე­ლაკ­ი: "ნაც­მომ" სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი ლა­მის სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე გახ­სნას"

უჩა კან­დე­ლაკ­ი: "ნაც­მომ" სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი ლა­მის სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე გახ­სნას"

ამომ­რჩე­ველ­თა სი­ე­ბის და­ზუს­ტე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით შექ­მნი­ლი კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­ექტ "კარ­და­კა­რის" წარ­მა­ტე­ბა­ში არ­წმუ­ნებს, მაგ­რამ მას უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უცხ­ა­დეს "ა­მომ­რჩე­ველ­თა ლი­გამ" და კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", რომ­ლებ­მაც პა­რა­ლე­ლუ­რად და­იწყ­ეს სი­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა. რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უჩა კან­დე­ლაკ­მა გვითხ­რა, ამომ­რჩე­ველ­თა სი­ე­ბის და­ზუს­ტე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კო­მი­სი­ის­გან გა­მოთხ­ო­ვილ სი­ებ­ში მათ უამ­რა­ვი ხარ­ვე­ზი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სი­ებ­ში არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი და არარ­სე­ბულ მი­სა­მარ­თებ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა "ნაც­მოს" მხარ­დამ­ჭერ­თა 10%-ს მა­ინც შე­ად­გენს.

- მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძე სა­ა­კაშ­ვილს არ­ჩევ­ნებს "უპ­რა­ვებს" და იმ სი­ებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" აძ­ლევს ხელს. მათ ჩვენ ლა­მის თა­მარ მე­ფის ხა­ნა­ში დაგ­ვაბ­რუ­ნეს - სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­მე 3.600.000 ამომ­რჩე­ვე­ლი ყო­ფი­ლა! დღეს სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ეს­ტრი იღებს უტი­ფარ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ არე­გის­ტრი­რებს ნე­ბის­მი­ერ ჩი­ნელს, ვინც კი გან­ცხა­დე­ბას შე­ი­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მოთხოვნით. და­ახ­ლო­ე­ბით სა­მი კვი­რის წი­ნან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ათიათა­სო­ბით ჩი­ნელს. ყო­ველ კვი­რას 100-მდე ჩი­ნე­ლი იღებს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას. პრო­ცე­დუ­რის მი­ხედ­ვით, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ადა­მი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბას აბა­რებს, შემ­დეგ ბაჟს იხ­დის და უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ამოწ­მებს, ეს ადა­მი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ხი­ფათს ხომ არ შე­უქ­მნის, მაგ­რამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ამ პრო­ცე­დუ­რას ყუ­რადღ­ე­ბა არ ექ­ცე­ვა და ყვე­ლას უპ­რობ­ლე­მოდ აძ­ლე­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას.

- სი­ებ­ში რა დარ­ღვე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ისე­თი, რომ­ლე­ბიც მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძის კო­მი­სი­ას გა­მორ­ჩა?

- ე.წ. კარ­და­კა­რი არის ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ა, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მო­ვიყ­ვან რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს ამ სა­ო­ცა­რი სი­ე­ბი­დან: ქუ­თა­ის­ში, ერთ მი­სა­მარ­თზე, ერთ ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში 56 ამომ­რჩე­ვე­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. იმა­ვე ქუ­თა­ის­ში, ლა­დო ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა 5 ბ-­ში - 55 ადა­მი­ა­ნი, თბი­ლის­ში, ბუ­ა­ჩი­ძის ქუ­ჩის 20-ში - 51 ადა­მი­ა­ნი, თემ­ქის მე-2 მ|რ. 32-ე კ, ბი­ნა 45-ში - 51, ჯა­ვა­ხე­თის ქუ­ჩის 3 ბ-­ში - 45 ადა­მი­ა­ნი და ასე და­უს­რუ­ლებ­ლად. გვაქვს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­რე­ბიც. ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა ქუ­თა­ის­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, ლა­დო ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე. თით­ქმის ყვე­ლა ნო­მერ­ში, ერთ ბი­ნა­ში 20-დან 60-მდე ადა­მი­ა­ნია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. "ა­მომ­რჩე­ველ­თა ლი­გის" მო­ნა­ცე­მე­ბით, თბი­ლის­ში ერ­თსა და იმა­ვე მი­სა­მარ­თზე 850 ადა­მი­ა­ნია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. მაჩაბლის ქუჩა მთავრდება N20-ით და არარსებულ მისამართზე, მაჩაბლის N127-ში, 850 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ანალოგიური მდგომარეობაა დიღომშიც: არარსებულ მისამართზე (დიღმის მასივი, პირველი კვარტალი, მესამე კორპუსი) მიწერილია 15 კაცი. არადა, მამუკა კაციტაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, ამ მისამართზე ჩემი მეგობარი ცხოვრობსო.

- სი­ა­ში რამ­დე­ნი არარ­სე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თი აღ­მო­ა­ჩი­ნეთ?

- ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, მარ­ტო თბი­ლის­ში, 81-მდე ბი­ნა­ა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. "ა­მომ­რჩე­ველ­თა ლი­გის" მო­ნა­ცე­მე­ბით კი - 300-მდე მი­სა­მარ­თი­ა, რომ­ლე­ბიც ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ჩანს, უამ­რავ მიც­ვა­ლე­ბულს უჩ­ნდე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი და ლა­მი­სა­ა, "ნაც­მომ" სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე გახ­სნას სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი. ჩვენ მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძეს მივაწოდეთ ინფორმაცია, ზო­გი ადა­მი­ა­ნი ამო­ი­ღეს სი­ი­დან, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა და­ტო­ვეს. ჩვენ ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლებს და­ვარ­ქვით ხუთ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი სახ­ლე­ბი. მი­ხეილ ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა" ხომ გახ­სოვთ, სა­დო­ვა­ი­ას 50-ში მდე­ბა­რე ბი­ნა­ში ოს­ტა­ტი ათე­უ­ლო­ბით მდგმურს რომ აღ­მო­ა­ჩენს, ასეა აქაც. ასე­თი სახ­ლე­ბი რო­გორც ქუ­თა­ის­ში, ასევე თბი­ლის­შიც უამ­რა­ვი­ა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ სი­ით აპი­რებს, ფიქ­ტი­უ­რი ამომ­რჩევ­ლის ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბით "კა­რუ­სე­ლი" და­ატ­რი­ა­ლოს.

- რო­გორ და­ი­ცავთ ხმებს?

- თი­თო­ე­ულ ოქმს გან­ვი­ხი­ლავთ. ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე იქ­ნე­ბა, ოქმს ხელს მო­ა­წერს, ჩა­ი­ბა­რებს მას და გა­დას­ცემს რო­გორც ცეს­კოს, აგ­რეთ­ვე დამ­კვირ­ვე­ლებს და პარ­ტი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. სა­მი­ვე მი­სა­მარ­თით გაგ­ზავ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია იდენ­ტუ­რი უნ­და იყოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არ­ჩევ­ნე­ბი არა­ლე­გი­ტი­მუ­რად გა­მოცხ­ად­დე­ბა.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა