ობობამ 15 მილიონიანი მშენებლობის პროექტი შეაჩერა

ობობამ 15 მილიონიანი მშენებლობის პროექტი შეაჩერა

ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში ობებების იშვიათი ჯიშის აღმოჩენამ ადგილობრივ მთავრობას 15 მლნ დოლარად შეფასებული გზის გაფართოების პროექტის შეჩერება აიძულა.

Cicurina venii ჩვეულებრივ მღვიმეებში ცხოვრობს, შხამიანი არ არის, არ აქვს თვალები და ნახევრადგამჭირვალეა - ობობას სახელმწიფო იცავს. ტეხასის სატრანსპორტო დეპარტამენტის წაარმომადგენელის, ჯოშ დონატის (Josh Donat) თქმით, ეს 1980 წლის შემდეგ აღმოჩენილი ობობის მხოლოდ მეორე ნიმუშია. პირველი ობობა ამავე ადგილას შეამჩნიეს.

აშშ-ის მეთევზეობის და ველური ბუნების სამმართველო და ფედერალური საგზაო სამსახური წყვეტენ, როგორ გააგრძელონ მუშაობა ისე, რომ იშვიათი ობობის ბუნებრივი გარემო არ დაარღვიონ. გამორიცხული არაა, რომ საგზაო პროექტი სამუდამოდ გაიყინოს. არადა პროექტის განხორციელებას მუდმივი საცობებით გადაღლილი ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა.

აღმოჩენილ ობობას, ტეხასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაკვეთენ, რომ მეცნიერებმა მის შესახებ უფრო დეტალურად შეიტყონ და ეკოსისტემაში მისი ადგილი განსაზღვრონ. მთავრობა იმედოვნებს, რომ მშენებლობის ადგილზე მიწის ქვეშ Cicurina venii-ის სხვა წარმომადგენლებიც იმალებიან.

მომზადებულია WOAI-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს