"ხერხი სჯობია ღონესა" ანუ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ხმა გაყალბებას?

"ხერხი სჯობია ღონესა" ანუ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ხმა გაყალბებას?

არჩევნები 2012 სულ უფრო ახლოვდება და ამასთან იზრდება ეჭვი, რამდენად დემოკრატიულად, სამართლიანად და გაუყალბებლად ჩაივლის ეს პროცესი. გაყალბების უამრავი მექანიზმი არსებობს, რისი მაგალითებიც ახლო წარსულში მრავლად მოგვეპოვება, თუმცა დღესაც აქტუალურია...

გაყალბება N1

გავრცელებული ინფორმაციით, გვარს არ დავასახელებთ და კოლმეურნეობის თავმჯდომარის პარტიის "დაქირავებულები" ათასგვარი მეთოდით ცდილობენ ამომრჩევლის მოზიდვას - ფუჭი დაპირებებით, ნათელი მომავლის პერსპექტივითა თუ ფოჩიანი კანფეტებით, ხშირად მუქარასაც არ ერიდებიან - ზოგს სამსახურებიდან გამოყრით აშინებენ, ზოგს - დაჭერით, ზოგსაც - ოჯახის აწიოკებით. მოკლედ, შეშინებულ ამომრჩეველს ბრმა მორჩილების გარდა სხვა შანსს აღარ უტოვებენ და "ნაციონალური მოძრაობის" ხელოვნურად შევსებული მომხრეების სიაში "საპატიო" ადგილსაც უძებნიან. ჰოდა, ასე დამუშავებული, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი იძულებულია "პატრონს" საქმე 5-იანზე ჩააბაროს, ანუ შემოხაზოს "დამკვეთისთვის" სასურველი ნომერი, მოიმარჯვოს მობილური ტელეფონი და ფოტო გადაუღოს, 5-იან შემოხაზულ ბიულეტენს, რათა შემდეგ პირნათლად წარდგეს "დამკვეთის" წინაშე და მტკიცებულებაც წარუდგინოს.

ჩვენ კი ასეთ ამომრჩეველს ვთავაზობთ "საარჩევნო ხაფანგიდან" თავის დაღწევის ორიგინალურ მეთოდს...

ამისთვის ჩავატარეთ ექსპერიმენტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაიცვათ თავი გაყალბებისგან მაშინაც კი, როცა შიში ოხერია.

მაშ ასე, როდესაც საარჩევნო კაბინაში მოხვდებით, თან იქონიეთ წინასწარ გამზადებული რგოლის ფორმის, მავთული ან სულაც ძაფი (სასურველია მუქი ფერის). შემდეგ მოაქციეთ ამ რგოლში "შეკვეთილი" ნომერი და გადაუღეთ ფოტო 20-25 სანტიმეტრის სიმაღლიდან, რათა ნაკლებად შესამჩნევი იყოს, რომ ეს არ არის კალმით შემოხაზული ნომერი. ამის შემდეგ კი მშვიდად შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი ციფრი. ასე რომ, "მოძალადეს" თუ ძალისმიერი მეთოდებით არა, ჭკუით შეგიძლიათ აჯობოთ!

გაყალბება N2

მოგეხსენებათ, ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა და ჩვენს "გამყალბებლებს" კიდევ ერთი გენიალური იდეა მოუვიდათ თავში: "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორების მიერ დამუშავებულმა ამომრჩეველმა საარჩევნო კაბინაში უბანზე გადაცემულ ცარიელ ბიულეტენთან ერთად უნდა შეიტანოს "დამკვეთებისგან" წინასწარ მიღებული, 5-იან შემოხაზული ბიულეტენი. ჩააგდოს ეს ბიულეტენი საარჩევნო ყუთში, სუფთა კი უკან გამოიტანოს და "პატრონს" მიართვას... შემდეგ მას ისევ შემოხაზავენ და მომდევნო ამომრჩეველს გადასცემენ იმავეს გასამეორებლად.

იხილეთ ვრცლად

ასევე იხილეთ: არ გასცეთ პირადი ნომრები - ფსიქოლოგიური ზეწოლა თუ წინასწარ დათვლილი საარჩევნო ხმები?

იხილეთ ვიდეო: "რჩევები ამომრჩეველს - როგორ უნდა მოიქცეთ საარჩევნო უბანზე"

იხილეთ ასევე: "1-ელ ოქტომბერს ამომრჩეველს ხმის მიცემა 08:00 საათიდან შეეძლება"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა