"რასაც დღეს NDI საქართველოში აკეთებს, დანაშაულია!"

"რასაც დღეს NDI საქართველოში აკეთებს, დანაშაულია!"

NDI-ს კვლევებთან დაკავშირებული კითხვები დიდი ხანია საზოგადოებას აწუხებს. NDI ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, მაგრამ, ეტყობა, საქართველო ისეთი ფენომენია, რომ მისი "გაქართულებაც" მოვახერხეთ. NDI-ს საქართველოში საქმიანობაზე კითხვები უკვე ოფიციალურ ვაშინგტონს, ამერიკელ ექსპერტებსა და თავად NDI-ს ყოფილ თუ ამჟამინდელ თანამშრომლებსაც აქვთ. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს "პაბლიქ სტრატეგის" ხელმძღვანელ გრეგორი მინჯეკთან, რომელიც 90-იან წლებში NDI-ს წარმომადგენელი და დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო საქართველოში.

- საქართველოში პირველად 1992 წელს ჩამოვედი. იმ პერიოდში NDI-ს ოფისი პოსტსაბჭოთა კავშირის მასშტაბით მხოლოდ მოსკოვში იყო. ოფისს მე ვხელმძღვანელობდი და, შესაბამისად, დამკვირვებელთა ჯგუფსაც. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ვმუშაობდი NDI-სთვის.

დღევანდელი NDI-ს ქართული ოფისის საქმიანობით გაკვირვებული ვარ. ჩვენ შორის კონფლიქტი სწორედ ამის გამო წარმოიშვა. ის, რასაც NDI აკეთებს საქართველოში, არ ემსახურება დემოკრატიის მშენებლობას. ის, რითაც დღეს ქართული NDI დაკავებულია, მისი საქმე არ არის.

- აბა რა არის NDI-ს საქმე?

- როცა საქართველოს ელჩი საფრანგეთში მთელი მსოფლიოს გასაგებად აცხადებს, რომ არალეგალმა ემიგრანტებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ცხადია, რომ ეს არის ადამიანის უფლებათა გათელვა. NDI-ს მოვალეობაა, საქართველოს მთავრობას აუხსნას, რომ ის საკუთარი მოქალაქეების უფლებებს არღვევს სხვა ქვეყნებში. აი, ეს არის სინამდვილეში NDI-ს მოვალეობა. ის კი ხელს უწყობს სააკაშვილის დანაშაულებსა და შეცდომებს. სოციოლოგიური კვლევების ჩატარება (სხვა საქმეა, რა ხარისხის არის) თავისუფლად შეუძლიათ თავად პარტიებს. დღევანდელი NDI დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

- რას გულისხმობთ?

- დიდი ხანია საარჩევნო გარემოს ვაკვირდები. ვხელმძღვანელობ საარჩევნო რეფორმის მხარდაჭერის სამოქალაქო პროგრამებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამჯერად ამ პროცესს ავღანეთში ვკურირებ, "პაბლიქ სტრატეგის" ხელმძღვანელი ვარ და ჩემთვის, როგორც გამოცდილი სპეციალისტისთვის, ის მეთოდები, რომლებითაც საქართველოში NDI მუშაობს, სრულიად გაუგებარია. მათი დასმული კითხვები და კვლევის მეთოდები არ შეესაბამება ორგანიზაციის მუშაობის წესებს. კითხვები არასწორად არის შედგენილი. აშკარაა ინტერესთა კონფლიქტი, რაც კანონით ისჯება.

- რას გულისხმობთ ინტერესთა კონფლიქტში?

- მაგალითად, იმას, რომ NDI-ს და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ყოფილი თანამშრომლები მმართველი პარტიის სიით იყრიან კენჭს. აგვისტოში შევხვდი NDI-ს ხელმძღვანელობას და დავუსვი რამდენიმე კითხვა, მათ შორის, რას უპირებენ დიასპორებს? ჩემდა გასაკვირად, NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მიპასუხა, რომ არ აინტერესებს დიასპორები! საქართველოს მოსახლეობის 25% ემიგრაციაშია და ეს არ აინტერესებს? ეს დანაშაულია, ბატონებო! იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 25% ემიგრაციაშია და რომელიმე ინსტიტუტს ეს არ აინტერესებს და უგულებელყოფს მათ არსებობას, ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციას დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს. დასამალი რა არის, პირდაპირ გეტყვით, - ქართველები მუშაობენ NDIDI-სთვის, ხოლო NDI-ს ამერიკელი თანამშრომლები - სააკაშვილისთვის (მაგალითად, წელს "ნაციონალური მოძრაობის" სიაში მე-4 ნომერია თინათინ ბოკუჩავა, NDI-ს ყოფილი თანამშრომელი, ლევან თარხნიშვილი კი GRRC-ის ყოფილი დირექტორი იყო და ამჯერად "ნაციონალური მოძრაობის" სიაში 37-ე ნომერია. სწორედ NDI უკვეთს კვლევებს GRRC-ს, კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრს - ავტ.). საშინელება ის არის, რომ ეს NDI-ს დისკრედიტაციას ახდენს, სახელს უტეხს საერთაშორისო დონეზე.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა