ლიზ ჰარლის ბავშვების სექსუალიზაციაში სდებენ ბრალს

ლიზ ჰარლის ბავშვების სექსუალიზაციაში სდებენ ბრალს

ცნობილი მსახიობი, ელიზაბეტ ჰარლი უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული მოდის ბიზნესში. ვარსკვლავს ტანსაცმლის და აქსესუარების საკუთარი ხაზი, Elizabeth Hurley Beach აქვს. ლიზ ჰარლიმ 13 წლამდე ბავშვებისთვის საცურაო კოსტიუმების კოლექციაც შექმნა, რომელიც მშობლებმა არ მოიწონეს.

საზოგადოება 47 წლის მსახიობს ბავშვების სექსუალიზაციაში სდებს ბრალს. მათი აზრით, ჰარლის საბავშვო საცურაო კოსტუმების კოლექცია "ზედმეტად გამომწვევი და სექსუალურია".

ლიზ ჰარლის საბავშვო საცურაო კოსტუმები ზედმეტად სექსუალურად შეაფასესმსახიობის კოლექცია საქველმოქმედო ორგანიზაცია Kidscape-მა და მისმა დირექტორმა კლოდ ნაითმა სასტიკად გააკრიტიკეს. "ასეთი კოსტუმები 13 წლის ბავშვებისთვისაა, რომლებსაც სურთ, უფრო დიდ გოგონებს გავდნენ. მშობლები შეშფოთებულები არიან. მათ არ სურთ, რომ მათი ქალიშვილები სტრიპტიზის მოცეკვავეებს  დაემსგავსონ", - განაცხადა ფსიქოლოგმა შივონ ფრიგარდმა.

ლიზ ჰარლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით კი, საბავშვო საცურაო კოსტუმები კარგად იყიდება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება