Human Rights Watch-ი გლდანის ციხეში პატიმართა წამების ფაქტების გამოძიებას ითხოვს

Human Rights Watch-ი გლდანის ციხეში პატიმართა წამების ფაქტების გამოძიებას ითხოვს

გლდანის ციხეში პატიმართა წამების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა Human Rights Watch-მა.

"მომხდართან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს კრიმინალური გამოძიება. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელი და დაწვრილებითი გამოძიება, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, უზრუნველყოს დაზარალებულები კომპენსაციით და მიიღოს ზომები, რომ მსგავს ექსცესებს ადგილი აღარ ჰქონდეთ მომავალში" - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია პატიმრების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე.

"დაკავებულის მიმართ სექსუალური ძალადობა წამების განსაკუთრებით მძიმე სახეა და მთავრობამ ყოველი ზომა უნდა მიიღოს დამნაშავეთა დასასჯელად", - განაცხადა Human Rights Watch-ს უფროსმა ექსპერტმა, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გიორგი გოგიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა